შემაღლება
- prominentia canalis facialis სახის არხის შემაღლება; შემაღლება დაფზედა ჯიბის მედიალურ კედელზე, კარიბჭის სარკმლის ზემოთ. გამოწვეულია სახის ნერვის არხით.
- prominentia canalis semicircularis lateralis ლატერალური ნახევარრკალოვანი არხის შემაღლება; შემაღლება დაფზედა ჯიბის მედიალურ კედელზე სახის არხის შემაღლების ზემოთ და პარალელურად. გამოწვეულია ლატერალური ნახევარრკალოვანი არხით.
- prominentia laryngea ხორხის შემაღლება; კანქვეშა შემაღლება, რომელიც იქმნება ფარისებრი ხრტილის ორი ფირფიტის შეერთების შედეგად წარმოქმნილი კუთხით.
- prominentia spiralis სპირალური შემაღლება; ლოკოკინას სადინარის გარეთა კედლის შემაღლება, მის ქვედა ნაწილში, რომლის სისქეში მოთავსებულია წარზიდული ძარღვი – vas prominens.
- prominentia styloidea სადგისისებრი შემაღლება; შემაღლება დაფის ღრუს საუღლე კედელზე. გამოწვეულია სადგისისებრი მორჩის ზედა ბოლოთი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.