შემაღლება
- protuberantia mentalis ნიკაპის შემაღლება; შემაღლება ქვედაყბის სხეულის წინა ზედაპირს შუა, ქვემო კიდესთან უფრო ახლოს. თანამედროვე ადამიანის დამახასიათებელი ნიშანი.
- protuberantia occipitalis externa კეფის გარეთა შემაღლება; შემაღლება კეფის ძვლის ქიცვის გარეთა ზედაპირს შუა; მას უმაგრდება ქედის იოგი.
- protuberantia occipitalis interna კეფის შიგნითა შემაღლება; შემაღლება კეფის ძვლის ქიცვის შიგნითა ზედაპირს შუა.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.