პულპა, სირბილე
- pulpa dentis კბილის პულპა; შედგება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა, სისხლძარღვებისა და ნერვებისაგან. კბილის პულპით ამოვსებულია კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუ.
- pulpa lienis ელენთის პულპა; ელენთაში არჩევენ თეთრ და წითელ პულპას, რომელთა სტრომა აგებულია რეტიკულური ქსოვილით. თეთრ პულპას უკავია ორგანოს 1/5 და კუნძულების სახით მიმობნეულია მთელ ელენთაში; იგი ძირითადად შედგება ცენტრალური არტერიის გარშემო განლაგებული ლიმფური ფოლიკულებისაგან. ელენთის დანარჩენი ნაწილი უკავია წითელ პულპას, რომელიც შედგება სისხლის თავისუფალი ელემენტებისა, შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედებისა და სისხლძარღვებისაგან – ძირითადად ვენური სინუსებისაგან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.