Gk. (zygon უღელი, azygos უღლის გარეშე, კენტი) კენტი
- vena azygos კენტი ვენა; იწყება წელის მარჯვენა ასწვრივი ვენებიდან წელის მიდამოში, ადის გულმკერდის ღრუში, სადაც გულმკერდის III მალის დონეზე უხვევს წინ, გადაკვეთს მარჯვენა ბრონქს და ერთვის ზემო ღრუ ვენას. კენტი და ნახევრად კენტი ვენები აგროვებენ სისხლს ძირითადად მუცლისა და გულმკერდის კედლებიდან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.