პირამიდა; იხმარება როგორც საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის სინონიმი
- Pyramides renales თირკმლის პირამიდები; თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების კონუსისებრი წარმონაქმნები, რომელთა ფუძე მიქცეულია ქერქოვანი ნივთიერებისაკენ, წვერო კი – მცირე ფიალებისაკენ. მათი რიცხვი 10-15 აღწევს. ერთმანეთისაგან განცალკევებული არიან თირკმლის სვეტებით. (Pyramides Malpighii).
- pyramis medullae oblongatae მოგრძო ტვინის პირამიდა; ორი კონუსისებრი შემსხვილება მოგრძო ტვინის ვენტრალურ ზედაპირზე, შუა ნაპრალის გვერდებზე. შედგება პირამიდული ტრაქტის ბოჭკოებისაგან.
- pyramis vermis ჭიის პირამიდა; ნათხემის ჭიის წილაკი ჭიის ბორცვსა და ნაქს შორის. შეესაბამება ნათხემის ჰემისფეროს ორმუცელა წილაკს. (Pyramis Malacarnei).
- pyramis vestibuli კარიბჭის პირამიდა; ძვლოვანი ლაბირინთის კარიბჭის ქედის წინა ბოლო, რომლის კიდეებით შემოსაზღვრულია ლოკოკინას ჯიბე.
- Pyramidalis, - e პირამიდული
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.