გასხივება, განსხივება.
- radiatio acustica სმენის განსხივება; წარმოქმნილია მედიალური დამუხვლილი სხეულიდან გამოსული ნერვული ბოჭკოებით, რომლებიც შიგნითა კაფსულის უკანა ფეხის გავლით მიემართებიან საფეთქლის ზემო ხვეულის შუა ნაწილისაკენ – სმენის სენსორულ არეში. ჰემისფეროს სისქეში ეს ბოჭკოები გაივლიან ოსპისებრი ბირთვის ქვემოთ და უკან.
- radiatio corporis callosi კორძიანი სხეულის განსხივება; წარმოქმნილია ბოჭკოებით, რომლებიც კორძიანი სხეულიდან მიემართებიან დიდი ტვინის ქერქის სხვადასხვა უბანში.
- radiatio optica მხედველობის განსხივება; წარმოქმნილია ლატერალური დამუხვლილი სხეულიდან გამოსული ბოჭკოებით, რომლებიც, შიგნითა კაფსულის ოსპისუკანა ნაწილის გავლით მიემართებიან კეფის წილის ქერქში – მხედველობის სენსორულ არეში; აგრეთვე შეიცავს მხედველობის ქერქქვეშა და რეტიკულური ფორმაციის ბირთვებისაკენ მიმავალ ცენტრიდანულ ბოჭკოებს (Cratioleti).
- radius,-ii, მ. ლათ. სხივი, სხივის ძვალი.
- radii lentis ბროლის სხივები; სამი ან მეტი მკრთალი ხაზი, ნაკერი ბროლის პოლუსებზე, რომლებიც პოლუსიდან რადიალურად მიემართება ბროლის ეკვატორისაკენ.
- radialis, - e სხივისა
- arteria radialis სხივის არტერია
- radiatus, - a, - um სხივისებრი
- ligamenta sternocostalia radiata მკერდ-ნეკნის სხივისებრი იოგები
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.