ფესვი
- radix dentis კბილის ფესვი; კბილის ნაწილი, რომელიც დაფარულია ცემენტით.
- radix dorsalis დორსალური ფესვი; სპინალური ნერვის სენსორული ფესვი, რომელიც იქმნება სპინალური კვანძის ფსევდოუნიპოლარული უჯრედების აქსონებით; შედის ზურგის ტვინში უკანა ლატერალური ღარით. (BNA – radix posterior).
- radix mesenterii ჯორჯლის ფესვი; წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ძირი, რომელიც უმაგრდება მუცლის ღრუს უკანა კედელს.
- radix motoria მოტორული, მამოძრავებელი ფესვი; სამწვერა ნერვის ფესვი, რომელიც იქმნება სამწვერა ნერვის მამოძრავებელი ბირთვის უჯრედების აქსონებით.
- radix nasi ცხვირის ფესვი
- radix oculomotoria თვალის მამოძრავებელი ფესვი; ნერვული ტოტი თვალის მამოძრავებელი ნერვის ქვემო ტოტსა და წამწამოვან კვანძს შორის, რომელიც შედგება პრეგანგლიონური პარასიმპათიკური ბოჭკოებისაგან (BNA – radix brevis ganglii ciliaris).
- radix penis მამაკაცის ასოს ფესვი; მღვიმოვანი სხეულების უკანა წაწვეტებული ბოლოები
- radix pili თმის ფესვი
- radix pulmonis ფილტვის ფესვი; იქმნება იმ წარმონაქმნებით, რომლებიც შედიან ან გამოდიან ფილტვის კარიდან.
- radix sensoria სენსორული (მგრძნობიარე) ფესვი; სამწვერა ნერვის სენსორული ფესვი იქმნება სამწვერა კვანძის უჯრედების ცენტრალური ბოჭკოებით, რომლებიც შედიან თავის ტვინში და მთავრდებიან სამწვერა ნერვის სენსორულ ბირთვებში (BNA – portio major).
- radix ventralis ვენტრალური ფესვი; სპინალური ნერვის მოტორული ფესვი; შედგება ზურგის ტვინის წინა რუხი სვეტის მოტორული უჯრედების აქსონებისაგან და გარკვეულ მიდამოში აგრეთვე ლატერალური რუხი სვეტის სიმპათიკური უჯრედების აქსონებისაგან. (BNA – radix anterior).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.