ნაკერი; ორგანოს ან სხეულის ნაწილის ორი ნახევრის შემაერთებელი ხაზი.
- raphe palati სასის ნაკერი; საგიტალური, შუა ხაზი სასის ლორწოვან გარსზე.
- raphe palpebralis lateralis ქუთუთოს ლატერალური ნაკერი; იქმნება თვალის ირგვლივი კუნთის ბოჭკოების გადახლართვით და თვალბუდის ძგიდის ფიბროზული ბოჭკოებით; მოთავსებულია ქუთუთოს ლატერალური იოგის ზედაპირულად.
- raphe penis მამაკაცის ასოს ნაკერი; სათესლე პარკის ნაკერის გაგრძელება წინისკენ ასოს ქვემო ზედაპირის გასწვრივ.
- raphe pharyngis ხახის ნაკერი; მყესოვანი ხაზი ხახის უკანა ზედაპირის გასწვრივ, ხახის მარჯვენა და მარცხენა მომჭერ კუნთებს შორის.
- raphe pterygomandibularis ფრთა-ქვედაყბის ნაკერი; მყესოვანი იოგი ქვედაყბასა`და სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის კავს შორის, საიდანაც იწყება ხახის ზემო მომჭერი და ლოყის კუნთი.
- raphe scroti სათესლე პარკის ნაკერი; მომცრო შემაღლება სათესლე პარკის შუა ხაზზე, რომელიც შეესაბამება სათესლე პარკის ძგიდეს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.