ჩაღრმავება, ჯიბე
- recessus cochlearis ლოკოკინას ჯიბე; მომცრო ჩაღრმავება შიგნითა ყურის კარიბჭის ქვემო კედელზე, სადაც ძევს ლოკოკინას სადინარის ბრმა კარიბჭისეული ბოლო.
- recessus costodiaphragmaticus ნეკნ-შუასაძგიდის ჯიბე; ჩაღრმავება ნეკნების პლევრასა და შუასაძგიდის პლევრას შორის. (BNA – sinus phrenicocostalis).
- recessus costomediastinalis ნეკნ-შუასაყრის ჯიბე; უბე ნეკნების პლევრასა და შუასაყარის პლევრას შორის, მკერდისა და ნეკნთა ხრტილების უკან (BNA – sinus costomediastinalis).
- recessus duodenalis inferior თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ჯიბე; პერიტონეუმის უბე თორმეტგოჯა ნაწლავის ასწვრივი ნაწილის დასაწყისის მარცხნივ, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ნაოჭით; ჯიბე გახსნილია ზემოთ.
- recessus duodenalis superior თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ჯიბე; ქვემოთ გახსნილი პერიტონეუმის მცირე უბე, თორმეტგოჯა ნაწლავის ასწვრივი ნაწილის ბოლო მონაკვეთის მარცხნივ, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაოჭით.
- recessus ellipticus ელიფსური ჯიბე; ჩაღრმავება კარიბჭის მედიალურ კედელზე, კარიბჭის ქედის უკან; რომელშიც მოთავსებულია ტიკი – utriculus. ელიფსურ ჯიბეს უერთდებიან ნახევარრკალოვანი არხები.
- recessus epitympanicus დაფზედა ჯიბე; დაფის ღრუს ნაწილი დაფის აპკის ზემოთ, სადაც მოთავსებულია გრდემლის უმეტესი და ჩაქუჩის ზედა ნაწილი; ზემოთ და უკან გადადის დაფის მღვიმეში.
- recessus hepatorenalis ღვიძლ-თირკმლის ჯიბე; პერიტონეუმის ჯიბე, რომელიც მოთავსებულია ღვიძლის მარჯვენა წილის უკან და ქვემოთ: ზემოდან მოსაზღვრულია გვირგვინოვანი და მარჯვენა სამკუთხა იოგით.
- recessus ileocecalis inferior თეძო-ბრმა ნაწლავის ქვემო ჯიბე; ქვემოთ და მარცხნივ გახსნილი პერიტონეუმის ჯიბე, რომელიც მოთავსებულია თეძო-ბრმა ნაწლავის ნაოჭსა და ჭიანაწლავის ჯორჯალს შორის.
- recessus ileocecalis superior თეძო-ბრმა ნაწლავის ზემო ჯიბე; ქვემოთ და მარცხნივ გახსნილი პერიტონეუმის ჯიბე, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია ბრმა ნაწლავის სისხლძარღვოვანი ნაოჭით, უკანიდან – თეძოს ნაწლავის ჯორჯლით, ქვემოდან თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილით და მარჯვნიდან თეძო-ბრმა ნაწლავის შეერთებით.
- recessus inferior omentalis ბადექონის ქვემო ჯიბე; ბადექონის აბგის ნაწილი კუჭსა და პანკრეასს შორის.
- recessus infundibuli ძაბრის ჯიბე; დიდი ტვინის მესამე პარკუჭის ღრუს გაგრძელება ძაბრის ძირში.
- recessus intersigmoideus სიგმოიდური კოლინჯის ჯიბე; ქვემოთ და მარცხნივ გახსნილი პერიტონეუმის მომცრო ჯიბე; მოთავსებულია სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯლის ფესვით წარმოქმნილი კუთხის წვეროსთან.
- recessus lateralis ventriculi quarti მეოთხე პარკუჭის ლატერალური ჯიბე; მოთავსებულია რომბისებრი ფოსოს ლატერალურ კუთხესთან (BNA – recessus lateralis fossae rhomboideae).
- recessus lienalis ელენთის ჯიბე; ბადექონის აბგის ნაწილი, ბადექონის ქვემო ჯიბის გაგრძელება მარცხნივ, რომელიც მოთავსებულია შუასაძგიდ-ელენთისა და კუჭ-ელენთის იოგებს შორის.
- recessus membranae tympani superior დაფის აპკის ზემო ჯიბე; დაფის ღრუს ლორწოვანი გარსის ზემოთ და წინ გახსნილი ჯიბე; მოთავსებულია დაფის აპკის მოდუნებულ ნაწილსა და ჩაქუჩის ყელს შორის.
- recessus membranae tympani anterior დაფის აპკის წინა ჯიბე; დაფის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვემოთ და წინ გახსნილი ჯიბე, რომელიც მოთავსებულია დაფის აპკსა და ჩაქუჩის წინა ნაოჭს შორის.
- recessus membranae tympani posterior დაფის აპკის უკანა ჯიბე; დაფის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვემოთ გახსნილი ჯიბე, რომელიც მოთავსებულია დაფის აპკსა და ჩაქუჩის უკანა ნაოჭს შორის.
- recessus opticus მხედველობის ჯიბე; მესამე პარკუჭის ღრუს გაგრძელება მხედველობის ტრაქტებს შორის, სასაზღვრო ფირფიტასა და მხედველობის ჯვარედინს შორის.
- recessus paraduodenalis პარადუოდენური ჯიბე; თორმეტგოჯა ნაწლავის გვერდითი ჯიბე; პერიტონეუმის არამუდმივი, მარჯვნივ გახსნილი ჯიბე; მოთავსებულია თორმეტგოჯა-მლივი ნაკეცის მარცხნივ და წინიდან მოსაზღვრულია პარადუოდენური ნაკეცით.
- recessus pharyngeus ხახის ჯიბე; ხახის ლორწოვანი გარსის წყვილი ჯიბე; მოთავსებულია ხახის გვერდით კედელზე, სასმენი ლულის მორგვის უკან. (Fossa Rosenmulleri).
- recessus pinealis ჯალღუზისებრი სხეულის ჯიბე; მესამე პარკუჭის ღრუს გაგრძელება სადავეების შესართავსა და უკანა შესართავს შორის.
- recessus piriformis მსხლისებრი ჯიბე; ხორხ-ხახის ლორწოვანი გარსის წყვილი ჯიბე; მოთავსებულია ფარისებრი ხრტილის ფირფიტასა და ხორხის გვერდით კედელს შორის.
- recessus pleuralis პლევრის ჯიბე; პლევრის ღრუს უბეები, რომლებიც იქმნება ნეკნების პლევრის გადასვლის ადგილას შუასაძგიდისა და შუასაყარის პლევრაში (BNA – sinus pleurae).
- recessus retrocecalis რეტროცეკალური ჯიბე; ბრმა ნაწლავის უკანა ჯიბე; პერიტონეუმის ფართო, ქვემოთ გახსნილი ჯიბე, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია ბრმა ნაწლავით, უკანიდან – პარიეტული პერიტონეუმით, გარეთა მხრიდან კი – ბრმა ნაწლავის ნაოჭით. ზოგ შემთხვევაში რეტროცეკალური ჯიბეში მოთავსებულია ჭიანაწლავი.
- recessus retroduodenalis რეტროდუოდენური ჯიბე; თორმეტგოჯა ნაწლავის უკანა ჯიბე, პერიტონეუმის არამუდმივი, ქვემოთ და მარცხნივ გახსნილი ჯიბე, რომელიც მოთავსებულია თორმეტგოჯა ნაწლავის ასწვრივი ნაწილის მარცხენა კიდის უკან.
- recessus sacciformis პარკისებრი ჯიბე; სხივ-იდაყვის დისტალური სახსრის ჩანთის ზემოთ მიმართული ჯიბე, რომელიც მოთავსებულია წინამხრის ძვლებს შორის და ძვალთაშუა აპკის წინ.
- recessus sphenoethmoidalis სოლისებრ-ცხავის ჯიბე; ვიწრო სივრცე, რომელიც ზემოდან მოსაზღვრულია ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტითა და სოლისებრი ძვლის სხეულით, ქვემოდან კი – ცხვირის ზემო ნიჟარით. სოლისებრ-ცხავის ჯიბეში იხსნება სოლისებრი წიაღი.
- recessus sphericus სფერული ჯიბე; ჩაღრმავება ძვლოვანი კარიბჭის მედიალურ კედელზე, კარიბჭის ქედის წინ და ქვემოთ. მასში მოთავსებულია პარკუჭი – sacculus.
- recessus subhepatici ღვიძლქვეშა ჯიბე; მოთავსებულია ღვიძლის მარცხენა წილსა და განივი კოლინჯის ჯორჯლის ზემო ზედაპირს შორის.
- recessus subphrenici შუასაძგიდქვეშა ჯიბე; პერიტონეუმის ჯიბე შუასაძგიდსა და ღვიძლის მარჯვენა წილის დიაფრაგმულ ზედაპირს შორის, რომელიც უკანიდან მოსაზღვრულია გვირგვინოვანი და მარჯვენა სამკუთხა იოგებით (BNA – recessus phrenicohepatici).
- recessus subpopliteus მუხლქვეშა ჯიბე; მუხლის სახსრის ჩანთის სინოვიური აპკის ჯიბე მუხლქვეშა კუნთსა და ბარძაყის ლატერალურ როკს შორის (BNA – bursa m. poplitei).
- recessus superior omentalis ბადექონის ზემო ჯიბე; ბადექონის აბგის ნაწილი ღვიძლის კუდიან წილსა და შუასაძგიდს შორის.
- recessus suprapinealis ჯალღუზის ზედა ჯიბე; მესამე პარკუჭის ეპენდიმური საფარველის გამონაზარდი, რომელიც მოთავსებულია ჯალღუზისებრი სხეულის ზემოთ.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.