A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

RA RE RH RI RO RU
REC REG REN RES RET REU

rete, - is

L.
საშ. სქ.
ქსელი, ბადე
 
rete acromiale აკრომიული ბადე; არტერიული ბადე აკრომიონის გარეთა ზედაპირზე; იქმნება ბეჭზედა არტერიისა და გულმკერდ-აკრომიონის არტერიის აკრომიული ტოტების ანასტომოზებით.
rete articulare cubiti იდაყვის სახსრის ბადე; არტერიული ბადე იდაყვის სახსრის გარშემო; იქმნება იდაყვის ზემო და ქვემო გვერდითი არტერიების, სხივის, იდაყვის და ძვალთაშუა შებრუნებული არტერიების, შუა გვერდითი და სხივის გვერდითი არტერიების ანასტომოზებით.
rete articulare genus მუხლის სახსრის ბადე; არტერიული ბადე მუხლის სახსრის გარშემო; იქმნება მუხლის მედიალური და ლატერალური ზემო და ქვემო არტერიების, დიდი წვივის შებრუნებული წინა არტერიის, მცირე წვივის შემომხვევი ტოტის, მუხლის შუა არტერიისა და მუხლის დასწვრივი არტერიის ანასტომოზებით.
rete calcaneum ქუსლის ბადე; კანქვეშა არტერიული ბადე ქუსლის ბორცვის უკანა ზედაპირზე; იქმნება დიდი წვივის უკანა არტერიისა და მცირე წვივის არტერიის ქუსლისეული ტოტების ანასტომოზებით.
rete carpi dorsale მაჯის დორსალური ბადე; არტერიული ბადე მაჯის დორსალურ ზედაპირზე; იქმნება იდაყვისა და სხივის არტერიების მაჯისეული დორსალური ტოტებისა და ძვალთაშუა წინა და უკანა არტერიების ანასტომოზებით. მაჯის დორსალურ ბადეს გამოეყოფა ნების II, III და IV დორსალური არტერიები.
rete malleolare laterale ლატერალური გოჯის ბადე; არტერიული ბადე ლატერალური გოჯის გარშემო; იქმნება მცირე წვივის არტერიის გოჯისეული ლატერალური ტოტების და დიდი წვივის წინა არტერიის ტოტის – გოჯის წინა ლატერალური არტერიის ანასტომოზებით.
rete malleolare mediale მედიალური გოჯის ბადე; არტერიული ბადე მედიალური გოჯის გარშემო; იქმნება გოჯის მედიალური ტოტებისა (დიდი წვივის უკანა არტერიის ტოტები) და გოჯის მედიალური არტერიის (დიდი წვივის წინა არტერიის ტოტი) ანასტომოზებით.
rete mirabile საოცარი ბადე; ეწოდება არტერიული ან ვენური სისტემის ისეთ ბადეს, როდესაც როგორც მომტანი (სისხლძარღვი, რომელიც იყოფა კაპილარებად), ისე გამომტანი (სისხლძარღვი, რომელშიც თავს იყრის მომტანი ძარღვიდან გამოსული კაპილარები) ძარღვი განეკუთვნება ერთ შემთხვევაში მხოლოდ არტერიოლებს, მეორე შემთხვევაში კი – მხოლოდ ვენულებს. არტერიული საოცარი ბადის მაგალითია თირკმლის გორგლები, ვენური საოცარი ბადისა კი – ტვინის დანამატისა და ღვიძლის წილშიგა კაპილარების სისტემა.
rete patellae კვირისტავის ბადე; მუხლის სახსრის არტერიული ბადის ზედაპირული ნაწილი კვირისტავის გარშემო.
rete testis სათესლის ბადე; თესლის სწორი მილაკების ანასტომოზებით წარმოქმნილი ბადე სათესლის შუასაყარში. სათესლის ბადეს გამოეყოფა სათესლის გამომტანი მილაკები. (Halleri).
rete venosum dorsale manus ხელის მტევნის დორსალური ვენური ბადე; ხელზურგის ვენური ბადე, რომელიც იქმნება ნების დორსალური ვენებით; აგროვებს სისხლს თითებიდან და დასაბამს აძლევს სალამისა და შევარდენის ვენებს.
rete venosum dorsale pedis ტერფის დორსალური ვენური ბადე; ტერფზურგის ვენური ბადე; იქმნება წინა ტერფის დორსალური ვენების ანასტომოზებით, რომლებიც წარმოქმნიან ტერფის დორსალურ ვენურ რკალს. ტერფის დორსალური ვენური ბადის მედიალური ნაწილიდან სისხლი მიედინება დიდ საჩინო ვენაში, ლატერალური ნაწილიდან კი – მცირე საჩინო ვენაში.
rete venosum plantare ტერფძირის ვენური ბადე; ტერფძირის კანქვეშა ხშირი ვენური ბადე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9