A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

RA RE RH RI RO RU
REC REG REN RES RET REU

retinaculum, - i

L. retinare შეკავება, შეჩერება
საშ. სქ.
შემკავებელი, საბმელი
 
retinacula cutis კანის საბმელები; ფიბროზული ბოჭკოების კონები კანქვეშა ქსოვილში, რომლებიც განსაკუთრებით არიან გამოხატული სახსრების მიდამოში.
retinacula unguis ფრჩხილის საბმელები; შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების კონები დისტალური ფალანგის ძვლისაზრდელასა და ფრჩხილს შორის.
retinaculum caudale კაუდალური საბმელი; ფიბროზული ბოჭკოები, რომლითაც კანი უმაგრდება კუდუსუნს. ამ ადგილას კანის გარეთა ზედაპირზე ხშირად იქმნება კუდუსუნის ორმო.
retinaculum extensorum გამშლელების საბმელი; წინამხრის ფასციის განივი შემსხვილება მაჯის დორსალურ ზედაპირზე, რომლის ქვეშ მოთავსებულია გამშლელების მყესები (BNA – lig. carpi dorsale).
retinaculum flexorum მომხრელების საბმელი; წინამხრის ფასციის შემსხვილება მაჯის ხელგულისმხრივ ზედაპირზე, რომელიც უმაგრდება მაჯის ღარის ნაპირებს და ქმნის მაჯის არხს; მის ქვეშ გაივლიან მომხრელების მყესები და საშუალო ნერვი (BNA – lig. carpi transversum).
retinaculum musculi extensorum inferiores გამშლელი კუნთების ქვემო საბმელი; კანჭის ფასციის ქვედა ნაწილის გასქელება, რომელიც იწყება ქუსლის ლატერალური მხრიდან, მიემართება მედიალურად და იყოფა ორ ფეხად. ზემო ფეხი უმაგრდება მედიალურ გოჯს, ქვემო კი – ტერფძირის აპონევროზს. (BNA – lig. cruciatum cruris).
retinaculum musculi extensorum superiores გამშლელი კუნთების ზემო საბმელი; კანჭის ფასციის ქვედა ნაწილის გასქელება დიდი წვივის წინა ქედსა და მცირე წვივს შორის, რომლის ქვეშ გაივლიან გამშლელი კუნთების მყესები (BNA – lig. transversum cruris).
retinaculum musculi flexorum მომხრელი კუნთების საბმელი; კანჭის ფასციის გასქელება მედიალურ გოჯსა და ქუსლს შორის; მონაწილეობს ოთხი განცალკევებული ფიბროზული არხის შექმნაში. ერთში მოთავსებულია დიდი წვივის უკანა კუნთის მყესი, მეორეში – ფეხის ცერის გრძელი მომხრელის მყესი, მესამეში – თითების გრძელი მომხრელის მყესი, მეოთხეში კი – დიდი წვივის უკანა არტერია, ვენა და დიდი წვივის ნერვი.
retinaculum musculi peroneorum (fibularium) inferius მცირე წვივის კუნთების ქვემო საბმელი; წვივის ფასციის გასქელება ქუსლის ძვლის ლატერალურ ზედაპირზე, რომელიც ქმნის ძვლოვან-ფიბროზულ არხებს მცირე წვივის კუნთების მყესებისათვის.
retinaculum musculi peroneorun (fibularium) superius მცირე წვივის კუნთების ზემო საბმელი; წვივის ფასციის გასქელება ქუსლსა და ლატერალურ გოჯს შორის.
retinaculum patellae laterale et mediale კვირისტავის ლატერალური და მედიალური საბმელი; მოთავსებული არიან კვირისტავის გვერდებზე და ძირითადად იქმნებიან ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესით.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9