Gk. rhin ცხვირი, enkephalon თავის ტვინი საშ. სქ. ყნოსვის ტვინი; წინა ტვინის ფილოგენეზურად უფრო ძველი ნაწილი, რომელიც ვითარდება ყნოსვის რეცეპტორთან დაკავშირებით. ადამიანში სუსტად არის განვითარებული; გამარტივებული სქემით მოიცავს ყნოსვის ბოლქვს, ტრაქტს, სამკუთხედს, წინა დახვრეტილ სუბსტანციას, ჰიპოკამპს, დაკბილულ ხვეულს, თაღის ხვეულსა და კაუჭს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.