A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

VA VE VI VO
VEL VEN VER VES

vena basilica

სალამის ვენა; წინამხრის ზედაპირული იდაყვისმხრივი ვენა, რომელიც წარმოადგენს ხელზურგის ვენების გაგრძელებას და ორთავა კუნთის მედიალურ ღარში უერთდება მხრის ვენას. ღვიძლის დაავადების განკურნების მიზნით უწინ მარჯვენა ხელის სალამის ვენიდან უშვებდნენ სისხლს. ღვიძლი კი ითვლებოდა მთავარ მარეგულირებელ ორგანოდ (ორგანოების მეფედ). აქედან წარმოიშვა ამ ვენის ლათინური დასახელება სამეფო ვენა. რაც შეეხეაბა ამ ტერმინის ქართული ეკვივალენტის (სალამის ვენა) წარმოშობას, იგი შემდეგნაირად უნდა აიხსნას: ნების IV დორსალურ ვენას, საიდანაც დასაბამს იღებს vena basilica, ეწოდებოდა vena salvatella – სალამის ვენა (ხელის ჩამორთმევის დროს ჩვენ ვეხებით ამ ვენას). ქართულ ანატომიურ ტერმინოლოგიაში დასახელება – სალამის ვენა ნების IV დორსალური ვენიდან გადატანილია vera basilica -ზე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9