L. (კნინ. სიტყვ. saccus პარკი) პარკუჭი; შიგნითა ყურის აპკისებრი ლაბირინთის ნაწილი, მცირე სფერული პარკი, რომელიც მოთავსებულია ძვლოვანი კარიბჭის სფერულ ჯიბეში; შემაერთებელი სადინარით დაკავშირებულია ლოკოკინას სადინართან, ხოლო ტიკ-პარკუჭის სადინარით ტიკთან და ენდოლიმფის სადინართან.
- sacculi alveolares ალვეოლური პარკები; ფილტვის ალვეოლური მილაკების ყრუ დაბოლოებანი.
- sacculus laryngis ხორხის პარკი; ჯიბე, რომელშიც გრძელდება ხორხის პარკუჭი (BNA – appendix ventriculi laryngis).
- ṣaccularis,- e პარკისა, პარკუჭისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.