A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

BA BI BR BU
BAR BAS

basis, - eos

f.
Gk.
კვარცხლბეკი, საფუძველი, ძირი, ფუძე
 
basis cartilaginis arytenoideae ციცხვისებრი ხრტილის ფუძე; ციცხვისებრი ხრტილი თავისი ფუძით მოთავსებულია ბეჭდისებრი ხრტილის ფირფიტის ზემო კიდეზე.
basis cochleae ლოკოკინას ფუძე; მიქცეულია შიგნითა სასმენი შესავლისაკენ
basis cranii externa ქალას გარეთა ფუძე; ქალას გარეთა ფუძის წინა ნაწილი შექმნილია სახის ქალას ძვლებით, უკანა კი – ტვინის ქალას ძვლებით.
basis cranii interna ქალას შიგნითა ფუძე; ქალას შიგნითა ფუძეში არჩევენ ქალას წინა, შუა და უკანა ფოსოებს.
basis mandibulae ქვედაყბის ფუძე; ქვედაყბის სხეულის ქვემო მომრგვალებული ნაპირი.
basis modioli ღერძის ფუძე; ლოკოკინას ღერძის ფუძე მოთავსებულია შიგნითა სასმენი შესავლის ძირზე.
basis ossis sacri გავის ძვლის ფუძე; მიმართულია ზემოთ.
basis patellae კვირისტავის ფუძე; კვირისტავის პროქსიმალური ნაწილი.
basis phalangis ფალანგის ფუძე; ხელის და ფეხის ფალანგების პროქსიმალური ნაწილი.
basis prostatae წინამდებარეს ფუძე; მიმართულია შარდის ბუშტისაკენ.
basis pulmonis ფილტვის ფუძე; ფილტვის ქვედა გაგანიერებული ნაწილი.
basis pyramidis პირამიდის ფუძე; თირკმლის პირამიდის გაგანიერებული ნაწილი მიმართული თირკმლის ქერქოვან ნივთიერებისაკენ.
basis stapedis უზანგის ფუძე; უზანგის ფუძით დახურულია კარიბჭის სარკმელი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9