კიბე
- scala tympani დაფის კიბე; ლოკოკინას სპირალური არხის ქვედა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ძვლოვანი სპირალური ფირფიტისა და ლოკოკინას სადინარის ქვემოთ. წარმოადგენს პერილიმფურ სივრცეს.
- ṣcala vestibuli კარიბჭის კიბე; ლოკოკინას სპირალური არხის ზედა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ძვლოვანი სპირალური ფირფიტისა და ლოკოკინას სადინარის ზემოთ; წარმოადგენს პერილიმფურ სივრცეს. ლოკოკინას სადინარს, რომელიც დაფისა და კარიბჭის კიბეებს შორის არის მოთავსებული, ზოგჯერ შუა კიბეს უწოდებენ.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.