A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

SA SC SE SI SM SO SP SQ ST SU SY
SEB SEC SEG SEL SEM SEN SEP SER SES SEX

septum, - i

L.
საშ. სქ.
ძგიდე
 
septum atrioventriculare წინაგულ-პარკუჭის ძგიდე; პარკუჭთაშუა ძგიდის აპკისებრი ნაწილის ზედა უკანა ნაწილი მარჯვენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭს შორის.
septum canalis musculotubarius კუნთ-ლულის არხის ძგიდე; თხელი, ჰორიზონტალური ძვლოვანი ძგიდე, რომელიც ყოფს კუნთ-ლულის არხს ორ ნახევარარხად.
septum cervicale intermedium კისრისეული შუამდებარე ძგიდე; გასწვრივი ძგიდე ზურგის ტვინის კისრის ნაწილში სოლისებრ და ნაზ კონებს შორის, რომელიც იქმნება ზურგის ტვინის რბილი გარსით.
septum corporum cavernosorum მღვიმოვანი სხეულების ძგიდე; დაცხრილული, ფიბროზული ძგიდე სავნებოს მღვიმოვან სხეულებს შორის.
septum femorale ბარძაყის ძგიდე; მუცლის განივი ფასციის ფაშარი, სისხლძარღვებით დახვრეტილი ნაწილი, რომლითაც დახურულია ბარძაყის არხის შიგნითა რგოლი. (Cloqueti).
septum interatriale წინაგულთაშუა ძგიდე; ძგიდე მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის (BNA – septum atriorum).
septum intermusculare anterior cruris კანჭის წინა კუნთთაშუა ძგიდე; კანჭის ფასციით შექმნილი ძგიდე კანჭის წინა და ლატერალურ კუნთებს შორის.
septum intermusculare brachii laterale მხრის ლატერალური კუნთთაშუა ძგიდე; მხრის ფასციის ფიბროზული მორჩი, რომელიც უმაგრდება მხრის ძვლის ლატერალური ნაპირს და მოთავსებულია მხრის წინა და უკანა კუნთებს შორის.
septum infermusculare brachii mediale მხრის მედიალური კუნთთაშუა ძგიდე; მხრის ფასციის ფიბროზული მორჩი, რომელიც უმაგრდება მხრის ძვლის მედიალურ ნაპირს და მედიალური მხრიდან განაცალკევებს მხრის წინა და უკანა კუნთებს.
septum intermusculare femoris laterale ბარძაყის ლატერალური კუნთთაშუა ძგიდე; ბარძაყის განიერი ფასციის მორჩი, რომელიც უმაგრდება ბარძაყის ხორკლიანი ხაზის გარეთა ბაგეს და მოთავსებულია ბარძაყის წინა და უკანა კუნთებს შორის,
septum intermusculare femoris mediale ბარძაყის მედიალური კუნთთაშუა ძგიდე; ბარძაყის განიერი ფასციის მორჩი, რომელიც უმაგრდება ბარძაყის ხორკლიანი ხაზის შიგნითა ბაგეს და მოთავსებულია ბარძაყის წინა და მედიალური ჯგუფის კუნთებს შორის.
septum intermusculare posterius cruris კანჭის უკანა კუნთთაშუა ძგიდე; კანჭის ფასციის მორჩი, რომელიც უმაგრდება მცირე წვივს და მოთავსებულია კანჭის ლატერალურ და უკანა კუნთებს შორის.
septa interradicularia ფესვთაშუა ძგიდეები; ორ და სამფესვიანი კბილების ბუდეების ძგიდეები ფესვთა შორის.
septum interventriculare პარკუჭთაშუა ძგიდე; ძგიდე გულის მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებს შორის, რომელშიც არჩევენ აპკისებრ და კუნთოვან ნაწილებს (BNA – septum ventriculorum).
septum linguae ენის ძგიდე; სუსტად განვითარებული, ვერტიკალური ფიბროზული ძგიდე ენის ორ სიმეტრიულ ნაწილებს შორის.
septum nasi ცხვირის ძგიდე; ყოფს ცხვირის ღრუს ორ სიმეტრიულ ნაწილად; მასში არჩევენ ძვლოვან ნაწილს, ცხვირის ძგიდის ხრტილს და აპკისებრ ნაწილს.
septum orbitale თვალბუდის ძგიდე; შემაერთებელქსოვილოვანი აპკი, თვალბუდის ძვლისაზრდელას გაგრძელება; იწყება თვალბუდის კიდეებიდან და შედის ქუთუთოების სისქეში; ზემო ქუთუთოში გადადის ზემო ქუთუთოს ამწევი კუნთის აპონევროზში, ქვემო ქუთუთოში კი – ქუთუთოს ხრტილის წინა ზედაპირზე; იხვრიტება სისხლძარღვებითა და ნერვებით.
septum pellucidum გამჭვირვალე ძგიდე; ვერტიკალურად მდგარი ძგიდე, რომელიც შედგება ორი ფირფიტისაგან და ერთმანეთისაგან განაცალკევებს გვერდითი პარკუჭების წინა რქებს; გაჭიმულია კორძიანი სხეულის წინა ნაწილსა და თაღს შორის.
septum penis მამაკაცის ასოს ძგიდე; ფიბროზული, დაცხრილული ძგიდე მღვიმოვან სხეულებს შორის.
septum rectovaginale სწორნაწლავ-საშოს ძგიდე; მენჯის ვისცერული ფასციის ნაწილი სწორი ნაწლავის ამპულასა და საშოს შორის.
septum rectovesicale სწორნაწლავ-ბუშტის ძგიდე; იქმნება წინამდებარეს ფასციით (მენჯის ვისცერული ფასციის ნაწილი); მოთავსებულია სწორი ნაწლავის ამპულასა და შარდის ბუშტისა და წინამდებარეს ფუძეებს შორის.
septum scroti სათესლე პარკის ძგიდე; ხორციანი გარსით შექმნილი ძგიდე სათესლე პარკის ორ ნახევრებს შორის.
septum sinuum frontalium შუბლის სინუსთა ძგიდე; ძვლოვანი ვერტიკალური ფირფიტა შუბლის სინუსებს შორის. ძგიდე ოდნავ გადახრილია, რაც განაპირობებს შუბლის წიაღების არათანაბარ სიდიდეს.
septum sinuum sphenoidalium სოლისებრი წიაღების ძგიდე; ასიმეტრიულად განლაგებული, ვერტიკალური ძვლოვანი ფირფიტა სოლისებრი ძვლის მარჯვენა და მარცხენა წიაღებს შორის.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9