A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

SA SC SE SI SM SO SP SQ ST SU SY
SPA SPE SPH SPI SPL SPO SPU

spatium - ii

L.
საშ. სქ.
სივრცე
 
spatia anguli iridocornealis ფერად-რქოვანას კუთხის სივრცეები; სივრცეები ფერად-რქოვანას კუთხის სავარცხელა იოგის ხარიხებს შორის, რომელთა საშუალებით თვალის კაკლის წინა სენაკის ნამი მიედინება სკლერის ვენურ სინუსში (BNA – spatia anguli iridis, Fontanae).
spatia interglobularia ინტერგლობულარული სივრცეები; ბურთებშორისი სივრცეები; გაუკიროვნებელი სივრცეები დენტინის პერიფერიულ უბნებში; კბილის გვირგვინში ისინი დიდი ზომისა არიან, ფესვში მათი ზომა კლებულობს რაოდენობა კი მატულობს. ვარაუდობენ, რომ ბურთებშორისი სივრცეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დენტინის ნივთიერებათა ცვლაში.
spatia interossea metacarpi ნების ძვალთაშუა სივრცეები; შუალედები ნების მეზობელ ძვლებს შორის.
spatia interossea metatarsi წინა ტერფის ძვალთაშუა სივრცეები; შუალედები წინა ტერფის მეზობელ ძვლებს შორის.
spatia intervaginalia ბუდეთაშორისი სივრცეები; სივრცეები მხედველობის ნერვის ბუდეებს შორის, რომლებიც სუბდურალური და ქსელქვეშა სივრცეების გაგრძელებას წარმოადგენენ.
spatia zonularia სარტყლის სივრცეები; ნაპრალები წამწამოვანი სარტყლის ბოჭკოებს შორის, რომლებიც ბროლის ეკვატორის გარშემო ქმნიან ირგვლივ ლიმფურ სივრცეს (BNA – canalis Petiti).
spatium episclerale ეპისკლერული სივრცე; სივრცე სკლერასა და თვალის კაკლის ბუდეს შორის (BNA – spatium interfasciale Tenoni).
spatium intercostale ნეკნთაშუა სივრცე; შუალედები მეზობელ ძვლოვან და ხრტილოვან ნეკნებს შორის.
spatium perichoroideale პერიქოროიდული სივრცე; თვალის კაკლის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის სუპრაქოროიდულ ფირფიტაში არსებული, ენდოთელიუმით ამოფენილი სივრცეები.
spatium perilymphaticum პერილიმფური სივრცე; სივრცე აპკისებრი და ძვლოვან ლაბირინთებს შორის, რომელიც ამოვსებულია პერილიმფით.
spatium perinei profundum შორისის ღრმა სივრცე; სივრცე შარდ-სასქესო შუასაძგიდის ზემო და ქვემო ფასციებს შორის, რომელიც შეიცავს შარდსადენის აპკისებრ ნაწილს, შორისის ღრმა განივ კუნთს, შარდსადენის სფინქტერს, მამაკაცებში ბოლქვ-შარდსადენის ჯირკვლებს, ქალებში კი – კარიბჭის დიდ ჯირკვლებს.
spatium perinei superficiale შორისის ზედაპირული სივრცე; სივრცე შარდ-სასქესო შუასაძგიდის ქვემოთ ფასციასა (შორისის აპკსა) და შორისის ზედაპირულ ფასციას შორის, რომელიც შეიცავს ასოს ფესვს.
spatium retroperitoneale რეტროპერიტონეული სივრცე; სივრცე პარიეტული პერიტონეუმის უკან, სადაც მოთავსებულია ცხიმოვანი ქსოვილი, პერიტონეუმისქვეშა, ფაშარი ფასცია, თირკმლები, თირკმელზედა ჯირკვლები, შარდსაწვეთები, სისხლძარღვები და ნერვები.
spatium retropubicum ბოქვენისუკანა სივრცე; სივრცე ბოქვენის სიმფიზსა და შარდის ბუშტს შორის, პერიტონეუმის ქვემოთ; სივრცე ამოვსებულია ცხიმოვანი ქსოვილით და ქვემოდან მოსაზღვრულია ბოქვენ-წინამდებარეს იოგებით (Spatium Retziusi).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9