1. ეკალი, წვეტი, ქედი,
2. ხერხემალი
- spina helicis ჭავლის წვეტი; მდებარეობს ყურის ნიჟარის ჭავლის წინა ნაწილში.
- spinae iliacae თეძოს ძვლის წვეტები; თეძოს ძვლის ქედის წინა და უკანა ზემო და ქვემო წვეტები.
- spina ischiadica საჯდომი წვეტი; საჯდომი ძვლის წვეტი დიდ და მცირე საჯდომ ნაჭდევებს შორის.
- spina mentalis ნიკაპის წვეტი; წვეტი ქვედაყბის სხეულის შიგნითა ზედაპირზე, შუა ხაზზე.
- spina nasalis anterior et posterior ცხვირისეული წინა და უკან ნაწვეტი; ცხვირისეული ქედის წინა და უკანა ბოლო.
- spina ossis sphenoidalis სოლისებრი ძვლის წვეტი; სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის უკანა წაწვეტებული ბოლო.
- spinae palatinae სასის ქედები; გასწვრივი ქედები მაგარი სასის ქვემო ზედაპირზე.
- spina suprameatum ყურის შესავლის ზედა წვეტი; მომცრო ძვლოვანი წვეტი ყურის გარეთა შესავლის ზემოთ და უკან.
- spina scapulae ბეჭის ქედი; მდებარეობს ბეჭის დორსალურ ზედაპირზე, ქედზედა და ქედქვედა ფოსოების საზღვარზე.
- spina trochlearis ჭაღის წვეტი; ძვლოვანი წვეტი თვალბუდის ზედა კედელზე მედიალურ კუთხესთან, თანამოსახელე ღრმულის გვერდით, სადაც მიმაგრებულია ბოჭკოვან-ხრტილოვანი ჭაღი ზემო ირიბი კუნთის მყესისათვის.
- spina tympanica major et minor დაფის დიდი და მცირე წვეტი; წვეტები, რომლებითაც წინიდან და უკანიდან მოსაზღვრულია დაფის ნაჭდევი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.