საფენი, ფენა, შრე
- stratum basale (cylindricum) ბაზალური (ცილინდრული) შრე; ეპიდერმისის ყველაზე ღრმა შრე, რომლის უჯრედები განლაგებულია ბაზალურ მემბრანაზე.
- stratum cerebrale ტვინოვანი შრე; ბადურას ოპტიკური ნაწილი გარეთა პიგმენტური და შიგნითა ტვინოვანი შრეებისაგან შედგება; ტვინოვან შრეში არჩევენ ნეიროეპითელურ ფენას ბადურას განგლიონურ ფენასა და მხედველობის ნერვის განგლიონურ ფენას ბადურას ანატომიური და ჰისტოლოგიური შრეობრივი დაყოფა ერთმანეთს არ ემთხვევა, ვინაიდან, ანატომიაში ბადურას მხოლოდ ის მთავარი შრეებია გამოყოფილი, სადაც განლაგებული ნერვული უჯრედები ქმნიან მხედველობის ანალიზატორის სამნეირონიან ჯაჭვს.
- stratum circulare ირგვლივი შრე; ირგვლივი კუნთოვანი შრე
- stratum corneum რქოვანი შრე; ეპიდერმისის ზედაპირული შრე
- stratum corneum unguis ფრჩხილის რქოვანი შრე
- stratum cutaneum კანისეული შრე; დაფის აპკის გარეთა შრე
- stratum ganglionare n. optici მხედველობის ნერვის განგლიონური შრე; ბადურას ტვინოვანი შრის ყველაზე შიგნითა ფენა, რომელიც შეიცავს განგლიონურ უჯრედებს; ამ უჯრედების აქსონები ქმნიან მხედველობის ნერვს.
- stratum ganglionare retinae ბადურას განგლიონური შრე; ბადურას ტვინოვანი შრის შუა ფენაა. აქ განლაგებული უჯრედებიდან გამოვყოფთ ბიპოლარულ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც ნეიროეპითელურ უჯრედებს (ფოტორეცეპტორებს) აკავშირებენ მხედველობის ნერვის განგლიონური შრის უჯრედებთან.
- stratum germinativum unguis ფრჩხილის გერმინატიული (საზრდელი) შრე; ფრჩხილის ზრდა ხდება ფრჩხილის საწოლის ეპითელიუმის იმ უბნიდან, რომელიც ძევს ფრჩხილის ფესვის ქვეშ.
- stratum granulosum მარცვლოვანი შრე;
- 1. ნათხემის ქერქის შიგნითა შრე, რომელიც შეიცავს პატარა ნერვულ უჯრედებს – მარცვლებს.
- 2. ეპიდერმისის მარცვლოვანი შრე, რომელიც მოთავსებულია წვეტებიან და ელვარე შრეებს შორის; შედგება შედარებით ბრტყელი უჯრედების 3-4 რიგისაგან, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს კერატოჰიალინის მარცვლებს.
- 3. საკვერცხის ბუშტუკისებრი ფოლიკულის მარცვლოვანი შრე, რომლითაც შიგნიდან არის ამოფენილი ფოლიკულის შემაერთებელქსოვილოვანი გარსი და შედგება მრავალშრიანი ფოლიკულური უჯრედებისაგან.
- stratum longitudinale გასწვრივი შრე; გასწვრივი კუნთოვანი შრე
- stratum lucidum გამჭვირვალე (ელვარე) შრე; ეპიდერმისის ელვარე შრე; რომელიც მოთავსებულია რქოვანი შრის ქვეშ; შედგება ბრტყელი უჯრედების 3-4 რიგისაგან, რომელთა ციტოპლაზმა დიფუზურად არის გაჟღენთილი განსაკუთრებული ცილოვანი ნივთიერებით – ელეიდინით.
- stratum griseum colliculi superioris ზემო გორაკის რუხი შრე; შუა ტვინის ზემო გორაკის რუხი ნივთიერება მოთავსებული მის სისქეში, სადაც მთავრდებიან მხედველობის ნერვის აფერენტული ბოჭკოები.
- stratum moleculare მოლეკულური შრე; ნათხემის ქერქის გარეთა შრე, რომელიც შეიცავს განგლიოზურ (პურკინიეს უჯრედები), ვარსკვლავისებრ და კალათისებრ უჯრედებს.
- stratum mucosum ლორწოვანი შრე; დაფის აპკის შიგნითა შრე
- stratum neuroepitheliale ნეიროეპითელური შრე; ბადურას ტვინოვანი შრის გარეთა ფენა, რომელიც შეიცავს ჩხირისებრი და კოლბისებრი მორჩებით აღჭურვილ ფოტორეცეპტორებს – ნეირო-ეპითელურ უჯრედებს.
- stratum papillare დვრილოვანი შრე; საკუთრივ კანის ზედაპირული შრე; რომელიც მოთავსებულია უშუალოდ ეპიდერმისის ქვეშ; ქმნის მრავალრიცხოვან დვრილებს, რომლებიც შეჭრილია ეპიდერმისში და განაპირობებენ კანის საერთო სურათს; შედგება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან. (BNA – corpus papillare).
- stratum pigmenti პიგმენტური შრე; ბადურას გარეთა შრე, რომელიც შედგება კუბური პიგმენტური უჯრედებისაგან.
- stratum radiatum სხივისებრი შრე; დაფის აპკის შემაერთებელ-ქსოვილოვანი ფირფიტის ბოჭკოების განლაგების მიხედვით არჩევენ გარეთა სხივისებრ შრეს, რომელიც კანისეული შრისაკენ არის მიქცეული და შიგნითა – ირგვლივ შრეს, რომელიც ეკვრის დაფის აპკის ლორწოვან შრეს.
- stratum reticulare ბადისებრი შრე; საკუთრივ კანის ღრმა შრე, რომელიც მოთავსებულია დვრილოვან შრესა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს შორის; შედგება მკვრივი შემაერთებელი ქსოვილისაგან, რომლის კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოები ქმნიან ბადეს; მასში განლაგებული არიან ოფლის და ქონის ჯირკვლები და აგრეთვე თმის ძირები. ბადისებრი შრე განაპირობებს კანის სიმკვრივეს.
- stratum spinosum წვეტებიანი შრე; ეპიდერმისის წვეტებიანი უჯრედების შრე, რომელიც მოთავსებულია ბაზალურ და მარცვლოვან შრეებს შორის; შედგება პოლიგონალური უჯრედების 5-10 რიგისაგან, რომლებიც აღჭურვილია წვეტებით – პროტოპლაზმის მორჩებით.
- stratum zonale სარტყლის შრე; თეთრი ნივთიერების ვიწრო შრე, რომლითაც დაფარულია მხედველობის ბორცვის ზემო ზედაპირი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.