A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

SA SC SE SI SM SO SP SQ ST SU SY
STA STE STO STR STY

stria, - ae

f.
L.
ზოლი
 
stria longitudinalis lateralis et medialis ლატერალური და მედიალური გასწვრივი ზოლი; ორი წყვილი თეთრი ტვინოვანი ზოლი კორძიანი სხეულის დორსალურ ზედაპირზე, რუხ სამოსელში, რომლებიც წინისკენ მთავრდებიან შესაბამისი მხარის პარატერმინალურ ხვეულში, ხოლო უკანისკენ გადადიან დაკბილულ ხვეულში; შეიცავს ყნოსვის ტვინის ასოციაციურ ბოჭკოებს. ისევე, როგორც რუხი სამოსელი, დაკბილული ხვეული და ჰიპოკამპი, გასწვრივი ზოლები განეკუთვნებიან, ეგრეთ წოდებულ, ჰიპოკამპურ ფორმაციას, რომელიც შედის ყნოსვის ტვინის შემადგენლობაში.
stria mallearis ჩაქუჩის ზოლი; პატარა ზოლი დაფის აპკის გარეთა ზედაპირზე, რომელიც გამოწვეულია დაფის აპკის შიგნითა ზედაპირზე ჩაქუჩის ტარის მიმაგრებით.
stria terminalis სასაზღვრო ზოლი; ტვინოვანი ზოლი მხედველობის ბორცვსა და კუდიან სხეულს შორის; შედგება ნერვული ბოჭკოებისაგან, რომლებიც იწყებიან ნუშისებრ სხეულში. ნაწილი ამ ბოჭკოებისა უერთდება დიდი ტვინის წინა შესართავს, ნაწილი კი მთავრდება ჰიპოთალამუსის ბირთვებში.
stria medullaris thalami მხედველობის ბორცვის ტვინოვანი ზოლი; მდებარეობს მხედველობის ბორცვის დორსალური და მედიალური ზედაპირების საზღვარზე; იწყება მხედველობის ბორცვის წინა ბოლოში და უკანისკენ გადადის სადავის სამკუთხედში; შედგება სადავის ბირთვის აღმავალი ბოჭკოებისაგან, რომელთა ნაწილი იწყება წინა დახვრეტილ ნივთიერებაში, ხოლო ნაწილი გამოეყოფა თაღის წინა სვეტს და მიემართება სადავის ბირთვში.
stria vascularis სისხლძარღვოვანი ზოლი; სისხლძარღვოვანი ფენა ლოკოკინას სადინარის გარეთა კედლის შემაერთებელქსოვილოვან შრესა და ეპითელიუმს შორის, ძირითადი ქედის ზემოთ. ვარაუდობენ, რომ სისხლძარღვოვანი ზოლი ასრულებს სეკრეტორულ ფუნქციას, გამოიმუშავებს ენდოლიმფას.
striae medullares ventriculi quarti მეოთხე პარკუჭის ტვინოვანი ზოლები; განივი ზოლები რომბისებრ ფოსოზე, რომლებიც ყოფენ მას ზედა და ქვედა სამკუთხედებად; შეიცავს ლოკოკინას დორსალური ბირთვიდან გამოსულ ბოჭკოებს, რომლებიც რომბისებრი ფოსოს შუა ღარით შედიან ტვინის სიღრმეში და უერთედებიან ტრაპეციულ სხეულს.
striae olfactoriae ყნოსვის ზოლები; რუდიმენტული ხვეულები. ყნოსვის ტრაქტის უკანა ნაწილს გამოეყოფა სამი ტვინოვანი ზოლი:
1. ყნოსვის მედიალური ზოლი, რომლის ბოჭკოები მთავრდება კორძქვეშა არეში, პარატერმინალურ ხვეულში და გამჭვირვალე ძგიდეში,
2. ყნოსვის შუამდებარე ზოლი, რომლის ბოჭკოები მთავრდება წინა დახვრეტილ ნივთიერებაში და
3. ყნოსვის ლატერალური ზოლი, რომლის ბოჭკოები კუნძულის ზღურბლის გავლით აღწევენ პარაჰიპოკამპურ ხვეულს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9