მკლავი, მხარი, ხელი
- brachiun colliculi inferioris ქვემო გორაკის მკლავი; შუა ტვინის სახურავის თეთრი ტვინოვანი ბაგირაკი ქვემო გორაკსა და მედიალურ დამუხვლილ სხეულს შორის; შეიცავს სმენის გზის ბოჭკოებს.
- brachium colliculi superioris ზემო გორაკის მკლავი; შუა ტვინის სახურავის თეთრი ტვინოვანი ბაგირაკი ზემო გორაკსა და ლატერალურ დამუხვლილ სხეულს შორის; შეიცავს მხედველობის ტრაქტის ბოჭკოებს
- brachialis -e მხრისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.