სუბსტანცია, მატერია, არსი, ნივთიერება
- substantia alba თეთრი ნივთიერება; თავისა და ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება, რომელიც შედგება ნერვული ბოჭკოებისაგან.
- substantia compacta კომპაქტური ნივთიერება; ძვლის გარეთა მკვრივი ნივთიერება
- substantia gelatinosa ჟელატინისებრი ნივთიერება; რუხი ნივთიერება, რომელიც მოთავსებულია ზურგის ტვინის უკანა რქის წვეროზე, შედგება ნერვული უჯრედებისა და ნეიროგლიისაგან. (Rolandi).
- substantia grisea რუხი ნივთიერება; თავისა და ზურგის ტვინის რუხი ნივთიერება, რომელიც შედგება ნერვული უჯრედებისაგან.
- substantia grisea centralis ცენტრალური რუხი ნივთიერება; არჩევენ ზურგის ტვინისა და შუა ტვინის ცენტრალურ რუხ ნივთიერებას; ზურგის ტვინში იგი მოთავსებულია ცენტრალური არხის გარშემო, შუა ტვინში კი – დიდი ტვინის წყალსადენის ირგვლივ და მასში მოთავსებული არიან თვალის მამოძრავებელი და ჭაღისებრი ნერვების ბირთვები და სამწვერა ნერვის მეზენცეფალური ტრაქტის ბირთვის უჯრედები.
- substantia intermedia centralis ცენტრალური შუამდებარე ნივთიერება; ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ნაწილი, რომელიც განლაგებულია უშუალოდ ცენტრალური არხის გარშემო.
- substantia intermedia lateralis ლატერალური შუამდებარე ნივთიერება; ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ნაწილი, რომელიც განლაგებულია ცენტრალური შუამდებარე ნივთიერების გვერდზე (მისი უშუალო გაგრძელებაა), წინა და უკანა რქებს შორის.
- substantia lentis ბროლის ნივთიერება; სრულიად გამჭვირვალე და უფერულია; არ შეიცავს სისხლძარღვებსა და ნერვებს. ბროლის ნივთიერებაში გამოყოფენ ცენტრალურ, უფრო მკვრივ ნაწილს – ბროლის ბირთვს და პერიფერიულ ნაწილს – ბროლის ქერქს.
- substantia nigra შავი ნივთიერება; შუა ტვინის ბირთვი, რომელიც განლაგებულია დიდი ტვინის ფეხის სისქეში, ჭერსა და დიდი ტვინის კანჭს შორის; შავი ფერი გამოწვეულია ნერვული უჯრედების შავი პიგმენტით – მელანინით; ფუნქციურად განეკუთვნება ექსტრაპირამიდულ სისტემას. (Soemmeringi).
- substantia perforata anterior წინა დახვრეტილი ნივთიერება; მდებარეობს დიდი ტვინის ჰემისფეროს ქვემო ზედაპირზე მხედველობის ტრაქტსა და კაუჭს შორის; წინიდან მოსაზღვრულია ყნოსვის სამკუთხედით. ხოლო ლატერალური მხრიდან კუნძულის ზღურბლით; იხვრიტება დიდი ტვინის წინა და შუა არტერიის ტოტებით; განეკუთვნება ყნოსვის ტვინს.
- substantia perforata posterior უკანა დახვრეტილი ნივთიერება; რუხი ნივთიერება, რომელიც მოთავსებულია დიდი ტვინის ფეხთაშუა ფოსოს უკანა ნაწილში; მის უკანა ნაწილში ძევს ფეხთაშუა ბირთვი; იხვრიტება დიდი ტვინის უკანა არტერიის ტოტებით; განეკუთვნება შუა ტვინს. (Spatium Tarini).
- substantia propria corneae რქოვანას საკუთარი ნივთიერება; მოთავსებულია რქოვანას წინა და უკანა საზღვროვან ფირფიტებს შორის; შედგება თხელი შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტებისაგან, რომლებიც აგებულია კოლაგენური ფიბრილების პარალელურად განლაგებული კონებისაგან. ფირფიტებს შორის არსებულ სივრცეებში მოთავსებული არიან ფიბრობლასტების ტიპის ბრტყელი უჯრედები – რქოვანას სხეულაკები.
- substantia propriae sclerae სკლერის საკუთარი ნივთიერება; შედგება კოლაგენური ბოჭკოების მკვრივი ფირფიტებისაგან; კოლაგენურ ბოჭკოებს შორის განლაგებულია ფიბრობლასტები; კოლაგენურ ბოჭკოებთან ერთად სკლერაში გვხვდება ცალკეული ელასტიკური ბოჭკოებიც.
- substantia spongiosa ღრუბლისებრი ნივთიერება; ძვლის შიგნითა, ღრუბლისებრი ნივთიერება.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.