A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

SA SC SE SI SM SO SP SQ ST SU SY
SUB SUC SUD SUL SUP SUR SUS SUT

sutura, - ae

f.
L. suere კერვა
ნაკერი; ძვალთა უწყვეტი შეერთება შემაერთებელი ქსოვილით
 
sutura coronalis გვირგვინოვანი ნაკერი; ნაკერი შუბლის ძვლის ქიცვის უკანა კიდესა და თხემის ძვლების წინა კიდეებს შორის.
sutura ethmoidomaxillaris (ცხავ-ზედაყბის ნაკერი; ნაკერი ცხავის ძვლის თვალბუდისეული ფირფიტის ქვემო კიდესა და ზედაყბის თვალბუდისეული ზედაპირის მედიალურ კიდეს შორის.
sutura frontalis (metopica) შუბლის ნაკერი (მეტოპიური ნაკერი); ნაკერი შუბლის ძვლის ქიცვის ორ ნახევარს შორის, რომელიც გაძვალებას განიცდის ბავშვობის ხანაში; მოზრდილ ადამიანებში შუბლის ნაკერი გამოხატულია 10 % და ამ შემთხვევაში მას მეტოპიურ ნაკერს უწოდებენ
sutura frontoethmoidalis შუბლ-ცხავის ნაკერი; წყვილი ნაკერი შუბლის ძვლის თვალბუდისეულ ნაწილებსა და ცხავის ძვალს შორის.
sutura frontolacrimalis შუბლ-ცრემლის ნაკერი; ნაკერი შუბლის ძვლის თვალბუდისეული ნაწილის მედიალური კიდის წინა ნაწილსა და ცრემლის ძვლის ზემო კიდეს შორის.
sutura frontomaxillaris შუბლ-ზედაყბის ნაკერი; ნაკერი შუბლის ძვლის ცხვირისეულ ნაწილსა და ზედა ყბის შუბლისეულ მორჩს შორის.
sutura frontonasalis შუბლ-ცხვირის ნაკერი; ნაკერი შუბლის ძვლის ცხვირისეულ ნაწილსა და ცხვირის ძვლის ზედა კიდეს შორის.
sutura frontozygomatica შუბლ-ყვრიმალის ნაკერი; ნაკერი შუბლის ძვლის ყვრიმალისეულ მორჩსა და ყვრიმალის ძვლის შუბლისეულ მორჩს შორის.
sutura incisiva საჭრელი ნაკერი; ნაკერი ზედაყბასა და საჭრელ ძვალს შორის, რომელიც დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ განიცდის გაძვალებას.
sutura infraorbitalis თვალბუდის ქვედა ნაკერი; არამუდმივი ნაკერი ზედაყბასა და ზედაყბის ყვრიმალისეულ მორჩს შორის, რომელიც ვრცელდება თვალბუდიდან თვალბუდის ქვედა ხვრელამდე.
sutura intermaxillaris ზედაყბის ძვალთა ნაკერი; სასის შუა ნაკერის წინა ნაწილი.
sutura internasalis ცხვირის ძვალთა ნაკერი; ნაკერი ცხვირის ძვალთა მედიალურ კიდეებს შორის.
sutura lacrimoconchalis ცრემლ-ნიჟარის ნაკერი; ნაკერი ცრემლის ძვლის ქვემო კიდესა და ცხვირის ქვემო ნიჟარის საცრემლე მორჩს შორის.
sutura lacrimomaxillaris ცრემლ-ზედაყბის ნაკერი; ნაკერი ცრემლის ძვლის წინა კიდესა და ზედა ყბის შუბლისეულ მორჩს შორის.
sutura lambdoidea ლამბდისებრი ნაკერი; ნაკერი თხემის ძვალთა უკანა კიდეებსა და კეფის ძვლის ქიცვის წინა კიდეს შორის.
sutura nasomaxillaris ცხვირ-ზედაყბის ნაკერი; ნაკერი ცხვირის ძვლის ლატერალურ კიდესა და ზედა ყბის შუბლისეულ მორჩს შორის.
sutura occipitomastoidea კეფა-დვრილისებრი ნაკერი; ნაკერი, კეფის ძვლის ქიცვსა და საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს შორის.
sutura palatina mediana სასის შუა ნაკერი; საგიტალური ნაკერი ზედა ყბის ძვალთა სასისეული მორჩებსა და სასის ძვალთა ჰორიზონტალურ ფირფიტებს შორის.
sutura palatina transversa სასის განივი ნაკერი; ნაკერი ზედა ყბების სასისეული მორჩების უკანა ნაპირსა და სასის ძვლების ჰორიზონტალური ფირფიტების წინა ნაპირს შორის.
satura palatoethmoidalis სასა-ცხავის ნაკერი; ნაკერი სასის ძვლის თვალბუდისეულ მორჩსა და ცხავის ძვლის თვალბუდისეულ ფირფიტას შორის, რომელიც წინისკენ გრძელდება ცხავ-ზედაყბის ნაკერში.
sutura palatomaxillaris სასა-ზედაყბის ნაკერი; ნაკერი სასის ძვლის თვალბუდისეულ მორჩსა და ზედა ყბის თვალბუდისეულ ზედაპირს შორის.
sutura parietomastoidea თხემ-დვრილისებრი ნაკერი; ნაკერი თხემის ძვლის ქვედა კიდის უკანა ნაწილსა და საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის ზემო კიდეს შორის.
sutura plana ბრტყელი ნაკერი; ნაკერთა ერთ-ერთი სახე. ნაკერი, რომლითაც შეერთებელია ძვალთა გლუვი ნაპირები, მაგალითად, ცხვირის ძვალთა ნაკერი.
sutura sagittalis საგიტალური ნაკერი; ნაკერი თხემის ძვალთა ზემო კიდეებს შორის.
sutura serrata დაკბილული ნაკერი; ნაკერთა ერთ-ერთი სახე, როდესაც ერთი ძვლის კბილისებრი მორჩები ჩასმულია მეორე ძვლის შესაბამის ნაჭდევებში, მაგალითად, ლამბდისებრი ნაკერი.
sutura sphenoethmoidalis სოლისებრ-ცხავის ნაკერი; ნაკერი სოლისებრი ძვლის სხეულის წინა კიდესა და ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის უკანა კიდეს შორის.
sutura sphenofrontalis სოლისებრ-შუბლის ნაკერი; ნაკერი სოლისებრი ძვლის მცირე ფრთის წინა კიდესა და შუბლის ძვლის თვალბუდისეული ნაწილის უკანა კიდეს შორის.
sutura sphenomaxillaris სოლისებრ-ზედაყბის ნაკერი; ნაკერი სოლისებრი ძვლის ფრთისებრ მორჩსა და ზედაყბის სხეულის უკანა ზედაპირს შორის.
sutura sphenoparietalis სოლისებრ-თხემის ნაკერი; ნაკერი სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის ზემო კიდესა და თხემის ძვლის ქვემო კიდის წინა ნაწილს შორის.
sutura sphenozygomatica სოლისებრ-ყვრიმალის ნაკერი; ნაკერი სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის წინა კიდესა და ყვრიმალის ძვალს შორის.
sutura squamosa ქიცვისებრი ნაკერი;
1. ნაკერთა ერთ-ერთი სახე, როდესაც ერთი ძვლის ნაპირი მოთავსებულია მეორე ძვლის ნაპირზე,
2. ნაკერი თხემის ძვლის ქვემო კიდის შუა ნაწილსა და საფეთქლის ძვლის ქიცვისებრი ნაწილის ზემო კიდეს შორის.
sutura squamomastoidea ქიცვ-დვრილისებრი ნაკერი; ნაკერი საფეთქლის ძვლის ქიცვისებრ ნაწილსა და დვრილისებრ მორჩს შორის, რომელიც დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ განიცდის გაძვალებას.
sutura temporozygomatica საფეთქელ-ყვრიმალის ნაკერი; ნაკერი საფეთქლის ძვლის ყვრიმალისეულ მორჩსა და ყვრიმალის ძვლის საფეთქლისეულ მორჩს შორის.
sutura zygomaticomaxillaris ყვრიმალ-ზედაყბის ნაკერი; ნაკერი ყვრიმალის ძვლის ზედაყბისეულ კიდესა და ზედაყბის ყვრიმალისეულ მორჩს შორის.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9