შარდსადენი
- urethra feminina ქალის შარდსადენი; მოკლე არხი, რომელიც შარდსადენის შიგნითა ხვრელით იწყება შარდის ბუშტიდან, ხვრეტს შარდ-სასქესო შუასაძგიდს და შარდსადენის გარეთა ხვრელით იხსნება საშოს კარიბჭეში, საშოს ხვრელის წინ (BNA – urethra muliebris).
- urethra masculina მამაკაცის შარდსადენი; 20-23 სმ სიგრძის მილი; შარდსადენის შიგნითა ხვრელით იწყება შარდის ბუშტიდან, გაივლის წინამდებარეს სისქეში, ხვრეტს შარდ-სასქესო შუასაძგიდს, გაივლის ასოს ღრუბლისებრ სხეულში და შარდსადენის გარეთა ხვრელით იხსნება ასოს თავზე; მასში არჩევენ წინამდებარე, აპკისებრ და ღრუბლისებრ ნაწილებს; მისი სანათური ორ ადგილას შევიწროებულია. ერთი შევიწროება მის დასაწყის ნაწილშია, მეორე, ყველაზე ვიწრო ადგილი კი აპკისებრი ნაწილის დასაწყის მონაკვეთში (BNA – urethra virilis).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.