Gk. bronchos ბრონქი. თავდაპირველი მნიშვნელობით – სასულე ბრონქი.
- bronchi lobares et segmentales წილოვანი და სეგმენტური ბრონქები; წილოვანი ბრონქები მთავარი ბრონქების ტოტებია, სეგმენტური ბრონქები კი – წილოვანი ბრონქების ტოტები. თითოეული სეგმენტური ბრონქი ფილტვის მხოლოდ ერთ სეგმენტს ავენტილირებს.
- bronchus principalis მთავარი ბრონქი; მთავარი ბრონქები გამოეყოფა სასულეს. თითოეული მთავარი ბრონქი ფილტვის კართან იყოფა წილოვან ბრონქებად (BNA – bronchus dexter et sinister).
- bronchialis, -e ბრონქული
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.