ნაქი
- uvula palatina სასის ნაქი; რბილი სასის ენისებრი მორჩი მისი უკანა კიდის შუაში.
- uvula vesicae შარდის ბუშტის ნაქი; შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის შემაღლება შარდსადენის შიგნითა ხვრელის ოდნავ უკან, რომელიც გრძელდება შარდსადენის ქედში. (Ammusati).
- uvula vermis ჭიის ნაქი; ჭიის წილაკი კვანძსა და პირამიდას შორის; შეესაბამება ნათხემის ჰემისფეროს ნუშს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.