A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

VA VE VI VO
VAG VAL VAR VAS

valvula, - ae

f.
L. (კნინ. სიტყვ. valvae)
სარქველი. აფრა; როდესაც ამ სიტყვის ქვეშ ნაგულისხმევი წარმონაქმნი თვითონ ქმნის დამხურავ აპარატს, მაშინ უკეთესია მას სარქველი ვუწოდოთ, ხოლო როდესაც ის დამხურავი აპარატის მხოლოდ ნაწილია მაშინ – აფრა.
 
valvula foraminis ovalis (falx septi) ოვალური ხვრელის სარქველი (ძგიდის ნამგალი); დეფინიტურ გულში მოთავსებულია წინაგულთაშუა ძგიდის მარცხენა ზედაპირზე; წარმოადგენს წინაგულთაშუა პირველადი ძგიდის – septum primum დერივატს, რომელიც სარქვლის ფუნქციას ასრულებს ნაყოფის პერიოდში და ატარებს სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით მარჯვენა წინაგულიდან მარცხენაში.
valvula fossae ravicularis ნავისებრი ფოსოს სარქველი; შარდსადენის ლორწოვანი გარსის განივი (არამუდმივი) ნაოჭი, ნავისებრი ფოსოს ზედა კედელზე, რომელიც ნავისებრი ფოსოს განაცალკევებს წინ გახსნილი ჯიბიდან. (Guerini).
valvula lymphatica ლიმფური სარქველი; ლიმფური ძარღვების შიგნითა გარსის სარქვლისებრი ნაოჭები, რომლებიც ხელს უწყობენ ლიმფის ერთი მიმართულებით დინებას.
valvula semilunaris ნამგლისებრი აფრა; ფილტვის ღეროსა და აორტის სარქვლის ნამგლისებრი აფრები. ფილტვის ღეროს სარქველი შედგება წინა მარჯვენა და მარცხენა ნამგლისებრი აფრისაგან, აორტის სარქველი კი – მარჯვენა, მარცხენა და უკანა აფრისაგან. თითოეული აფრა ენდოკარდიუმის დუპლიკატურას წარმოადგენს.
valvula sinus coronarii გვირგვინოვანი სინუსის სარქველი; ენდოკარდიუმის ნამგლისებრი ნაოჭი გვირგვინოვანი სინუსის ხვრელთან, რომლითაც ის მარჯვენა წინაგულში იხსნება. (valvula Thebesii).
valvula venae cavae inferioris ქვემო ღრუ ვენის სარქველი; ენდოკარდიუმის ნამგლისებრი ნაოჭი ქვემო ღრუ ვენის ხვრელის წინა კიდესთან, რომელიც ოვალური ფოსოსაკენ მიემართება; ნაყოფის პერიოდში არეგულირებს სისხლის ნაკადის მიმართულებას ქვემო ღრუ ვენიდან ოვალური ხვრელით მარცხენა წინაგულში. (valvula Eustachii).
valvula venosa ვენური სარქველი; ვენის შიგნითა გარსის თხელი, ნაზი ნაოჭები (დუპლიკატურები); ჩვეულებრივ მსხვილ ვენებში ორაფრიანი სარქვლებია, წვრილ ვენებში კი – ერთაფრიანი სარქვლები. ვენური სარქვლები სისხლის ნაკადის უკუდინების დროს იხურება.
valvulae anales ყითას სარქვლები; ლორწოვანი გარსის ნამგლისებრი ნაოჭები ყითას სვეტების ქვედა ბოლოებს შორის; მათი თავისუფალი ნაპირი მიმართულია ზემოთ; ყითას ყოველი სარქვლით წინიდან მოსაზღვრულია ყითას სინუსი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9