A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

VA VE VI VO
VAG VAL VAR VAS

vas, vasis

Anat. ძარღვი
L.
საშ. სქ.
ჭურჭელი
 
vas afferens მომტანი ძარღვი; თირკმლის გორგლის მომტანი არტერიოლა.
vasa afferentia მომტანი ძარღვები; სხეულის რომელიმე ნაწილში სისხლის მომტანი ძარღვების კრებითი სახელწოდება; 2. ლიმფურ კვანძში ლიმფის მომტანი ძარღვები.
vas anastomoticum საანასტომოზო ძარღვი; ორი ძარღვის შემაერთებელი მესამე ძარღვი.
vas capillare კაპილარული ძარღვი; კაპილარი; უწვრილესი ძარღვი, რომლის კედელი შედგება ენდოთელური უჯრედებისაგან
vas collaterale კოლატერალური ძარღვი; გვერდითი ძარღვი, რომელიც გამოეყოფა ძირითად ძარღვს და მიემართება საკმაო მანძილზე იმავე მიმართულებით, ძირითადი ძარღვის პარალელურად. კოლატერალურ ძარღვებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ძირითად ძარღვში სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს. გარდა უკვე არსებული კოლატერალური ძარღვებისა სისხლის მიმოქცევის შეფერხების დროს ანასტომოზებიდან ვითარდება ახალი კოლატერალური ძარღვები.
vas lymphaticum ლიმფური ძარღვი; ლიმფური ძარღვები აგროვებენ ლიმფას ლიმფური კაპილარებიდან; არჩევენ წვრილ, საშუალო ყალიბის და მსხვილ ლიმფურ ძარღვებს; მათი დამახასიათებელი ნიშანია სარქვლების არსებობა და კედლის მძლავრი ადვენტიციური გარსი; საშუალო ყალიბის და მსხვილი ლიმფური ძარღვების შუა გარსში გვხვდება გლუვკუნთოვანი უჯრედების კონები, რომლებიც განსაკუთრებით არის გამოხატული ქვემო კიდურის ლიმფურ ძარღვებში. ლიმფური ძარღვების გზაზე განლაგებულია ლიმფური კვანძები. ლიმფური ძარღვებით ლიმფა მიედინება ვენურ სისტემაში.
vas efferens გამომტანი ძარღვი; თირკმლის გორგლის გამომტანი არტერიოლა.
vasa efferentia გამომტანი ძარღვები; 1. სხეულის რომელიმე ნაწილიდან სისხლის გამომტანი ძარღვები; 2. ლიმფური კვანძიდან ლიმფის გამომტანი ძარღვები.
vas prominens წარზიდული ძარღვი; სისხლძარღვი ლოკოკინას სადინარის გარეთა კედლის სპირალური შემაღლების სისქეში.
vas spirale სპირალური ძარღვი; საკმაოდ მსხვილი სისხლძარღვი ლოკოკინას სადინარის ძირითადი ფირფიტის ქვემო ზედაპირზე.
vasa vasorum ძარღვთა ძარღვები; არტერიებისა და ვენების კედლის გარეთა და შუა გარსის მკვებავი წვრილი სისხლძარღვები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9