A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

BA BI BR BU
BUC BUL BUR

bulbus, -i

m.
Gk. bolbos ხახვის თავი
ბოლქვი
 
bulbus aortae აორტის ბოლქვი; ასწვრივი აორტის გაგანიერებული ნაწილი მის დასაწყისთან.
bulbus cornus posterioris უკანა რქის ბოლქვი; გვერდითი პარკუჭის უკანა რქის კედლის შემსხვილება, გამოწვეული კორძიანი სხეულის ბოჭკოებით
bulbus oculi თვალის კაკალი
bulbus olfactorius ყნოსვის ბოლქვი; ყნოსვის ტრაქტის წინა, შემსხვილებული ნაწილი, სადაც მთავრდებიან ყნოსვის ნერვის ბოჭკოები და იწყება ყნოსვის ტრაქტი
bulbus penis ასოს ბოლქვი; ასოს ღრუბლისებრი სხეულის უკანა შემსხვილებული ბოლო (BNA – bulbus urethrae).
bulbus pili თმის ბოლქვი; თმის ფოლიკულის ქვედა, უფრო ზუსტად, ღრმა გაგანიერებული ნაწილი.
bulbus v. jugularis inferior et superior საუღლე ვენის ქვემო და ზემო ბოლქვი; შიგნითა საუღლე ვენის გაფართოებული ნაწილი შესაბამისად ლავიწქვეშა ვენასთან შეერთების წინ და საუღლე ხვრელთან.
bulbus vestibuli კარიბჭის ბოლქვი; საშოს კარიბჭის ბოლქვი; მოთავსებულია დიდი სასირცხო ბაგეების სისქეში; წარმოადგენს ნალისებურად მოდრეკილ ვენურ წნულს, რომლის გვერდითი ნაწილები ერთმანეთისაგან გაყოფილია საშოთი და შარდსადენის გარეთა ხვრელით. თავისი აგებულებით მოგვაგონებს მღვიმოვან სხეულს და შეესაბამება მამაკაცის ღრუბლისებრ სხეულს.
bulbourethralis, - e ბულბოურეთრული, ბოლქვ-შარდსადენისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9