კუჭი, პარკუჭი
- ventriculus dexter et sinister მარჯვენა და მარცხენა პარკუჭი; გულის პარკუჭები.
- ventriculus (gaster) კუჭი
- ventriculus laryngis ხორხის პარკუჭი; ლორწოვანი გარსის, უბე კარიბჭისა და მბგერავ ნაოჭებს შორის, რომელიც სიღრმეში მთავრდება ხორხის პარკით. (Morgagnii).
- ventriculus lateralis ლატერალური პარკუჭი; დიდი ტვინის მარცხენა პარკუჭს პირობითად თვლიან პირველ პარკუჭად, მარჯვენას კი – მეორედ; პარკუჭთაშუა ხვრელებით გვერდითი პარკუჭები უერთდებიან ერთმანეთს და მესამე პარკუჭს.
- ventriculus quartus მეოთხე პარკუჭი; ვითარდება რომბისებრი ტვინის ბუშტის ღრუდან; ეპენდიმით ამოფენილი ღრუ, რომელიც ქვემოთ გრძელდება ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში, ზემოთ კი დიდი ტვინის წყალსადენში; ამის გარდა მეოთხე პარკუჭი შუა და გვერდითი ხვრელებით უკავშირდება ქსელქვეშა სივრცეს; ისევე, როგორც დიდი ტვინის ყველა პარკუჭი ამოვსებულია თავ-ზურგის ტვინის სითხით.
- ventriculus terminalis ბოლო პარკუჭი; ზურგის ტვინის ცენტრალური არხის გაგანიერება ზურგის ტვინის კონუსის ქვედა ნაწილში. (Krausei).
- ventriculus tertius მესამე პარკუჭი; შუამდებარე ტვინის საგიტალურად მდებარე, ეპენდიმით ამოფენილი ღრუ, რომელიც წინისკენ პარკუჭთაშუა ხვრელებით უერთდება გვერდით პარკუჭებს, უკანისკენ კი – დიდი ტვინის წყალსადენს.
- ventricularis, - e 1. კუჭისა; 2. პარკუჭისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.