ბუშტუკი
- vesicula ophthalmica თვალის ბუშტუკი; ჩანასახოვან პერიოდში თავის ტვინის წინა ბუშტის ბუშტუკისებრი გამონაზარდი; ყოველი ბუშტუკი დაკავშირებულია თავის ტვინთან ყუნწით. თვალის ბუშტუკიდან ვითარდება ბადურა და მხედველობის ნერვი.
- vesicula seminalis სათესლე ბუშტუკი; წყვილი ბუშტუკი შარდის ბუშტის ძირსა და სწორი ნაწლავის ამპულას შორის; ფრონტალურ განაკვეთზე სათესლე ბუშტუკის ღრუ კლაკნილი არხია გვერდითი ჯიბეებით. შემაერთებელქსოვილოვანი გარსის მოცილების შემდეგ იგი 10-12 სმ სიგრძის ლულას წარმოადგენს, რომელიც ერთი მხრივ: ყრუდ ბოლოვდება; შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და ადვენტიციური გარსისაგან; სათესლე ბუშტუკის საწრეტი სადინარი თესლის გამომტან სადინართან ერთად ქმნის მშხეპავ სადინარს, რომელიც იხსნება სათესლე გორაკზე.
- vesicularis, - e ბუშტუკისა, ბუშტუკისებრი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.