ეზო სახლის წინ, შესავალი, კარიბჭე
- vestibulum bursae omentalis ბადექონის აბგის კარიბჭე; ბადექონის აბგის ვიწრო ნაწილი ბადექონის ხვრელის მახლობლად; ზემოდან მოსაზღვრულია ღვიძლის კუდიანი წილით, ქვემოდან კი პანკრეასის თავით.
- vestibulum laryngis ხორხის კარიბჭე; ხორხის ღრუს ზედა, გაფართოებული ნაწილი ხორხის შესავლიდან კარიბჭის ნაოჭამდე.
- vestibulum nasi ცხვირის კარიბჭე; ცხვირის ღრუს წინა ნაწილი ნესტოდან ცხვირის ზღრუბლამდე; დაფარულია კანით, რომელიც გადადის საკუთრივ ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში.
- vestibulum oris პირის კარიბჭე; პირის ღრუს ნაწილი; მოსაზღვრულია წინიდან და გვერდებიდან ტუჩებითა და ლოყებით, შიგნიდან კი ღრძილებითა და კბილებით. როდესაც პირი დახურულია პირის კარიბჭე უერთდება საკუთრივ პირის ღრუს დიდი ძირითადი კბილების უკან არსებული ნაპრალებით.
- vestibulum vaginae საშოს კარიბჭე; ოდნავ ჩაღრმავებული სივრცე მცირე ბაგეებს შორის; წინიდან მოსაზღვრულია სავნებოთი, უკნიდან კი – მცირე სასირცხო ბაგეების ლაგამით; მასში იხსნება შარდსადენი, საშო, პარაურეთრული სადინარები, კარიბჭის დიდი და მცირე ჯირკვლების სადინარები.
- vestibularis, - e კარიბჭისა, ვესტიბულური
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.