A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

VA VE VI VO
VIB VIL VIN VIR VIS VIT

villus, - i

m.
L.
ბუსუსი, ხაო
 
villi intestinales ნაწლავის ხაოები; წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის 0,2-1,5 მმ სიგრძის მორჩები; ხაოს შექმნაში მონაწილეობს ლორწოვანი გარსის ყველა ფენა; მისი თავისუფალი ზედაპირი დაფარულია სამი სახის ეპითელური უჯრედებით; ეპითელიუმის ქვეშ განლაგებულია სისხლძარღვები, ხაოს ცენტრში კი – ლიმფური კაპილარი – სინუსი. ცილები და ნახშირწყლები შეიწოვება სისხლძარღვებში, ცხიმი კი – ლიმფური კაპილარებში. უკანასკნელი მონაცემებით საჭმლის მონელება გარდა ნაწლავის ღრუსა ხორციელდება აგრეთვე ხაოებში. ამ ე. წ. საჭმლის კედლისმიერ მონელებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით ყაითნიან ეპითელურ უჯრედებს.
villi synoviales სინოვიური ხაოები; სასახსრე ჩანთის სინოვიური აპკის ღრუსკენ მიქცეული მიკროსკოპული სიდიდის მორჩები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9