მორევიანი, ქოჩრიანი
- venae vorticosae ქოჩრიანი ვენები; თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის ეკვატორის გასწვრივ განლაგებული 4-6 ვენა, რომელთა შენაკადების განლაგება მორევს მოგვაგონებს; აგროვებენ სისხლს სისხლძარღვოვანი გარსიდან; ხვრეტენ სკლერას და ერთვიან თვალბუდის ვენებს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.