A B C V
BA BI BR BU
BUC BUL BUR

bursa, - a e

f.
Gk.
ჯიბე ჩანთა, აბგა
 
bursa omentalis ბადექონის აბგა; პერიტონეუმის ღრუს ნაწილი, რომელიც მოსაზღვრულია ზემოდან ღვიძლის ვისცერული ზედაპირით, წინიდან – კუჭის უკანა ზედაპირით და მცირე ბადექონით, უკანიდან – პერიტონეუმით დაფარული მუცლის უკანა კედლით და ქვემოდან – განივი კოლინჯის ჯორჯლით. ბადექონის აბგაში არჩევენ ბადექონის აბგის კარიბჭეს, ბადექონის ზემო და ქვემო ჯიბეებს და ელენთის ჯიბეს. ბადექონის აბგა უერთდება პერიტონეუმის ღრუს ბადექონის ხვრელით.
bursa pharyngea ხახის აბგა; ხახის ლორწოვანი გარსის არამუდმივი, უკან მიმართული ჯიბე, რომელიც მოთავსებულია ხახის უკანა კედლის ზედა კედელზე გადასვლის ადგილას.
bursa synovialis სინოვიური აბგა; სინოვიური ფირფიტით ამოფენილი თხელკედლიანი პარკი, რომელიც შეიცავს სინოვიურ სითხეს. არჩევენ კანქვეშა, კუნთქვეშა და ფასციისქვეშა სინოვიურ აბგებს. ზოგიერთი სინოვიური აბგა უერთდება სახსრის ღრუს (BNA – bursa mucosa).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9