სახურავი, სარქველი
- tegmen tympani დაფის სარქველი; საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის წინა ზედაპირის თხელი ძვლოვანი ფირფიტა, რომელიც ქმნის დაფის ღრუს სახურავს.
- tegmen ventriculi quarti მეოთხე პარკუჭის სახურავი; აქვს კარვის ფორმა; იქმნება ნათხემის ზემო ფეხებით და ზემო და ქვემო ტვინოვანი ფარდით. ქვემო ტვინოვან ფარდას შიგნიდან დართული აქვს მეოთხე პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქველი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.