სახურავი, საფარი; შუა ტვინის ნაწილი სახურავსა და დიდი ტვინის კანჭს შორის; დიდი ტვინის ფეხის დორსალური ნაწილი, რომელიც გამოეყოფა ვენტრალურად მდებარე დიდი ტვინის კანჭს შავი ნივთიერებით.
- tegmentum rhombencephali რომბისებრი ტვინის ჭერი; რომბისებრი ტვინის (მოგრძო ტვინისა და ხიდის) დორსალური ნაწილი, რომელიც განვითარების პროცესში გამიჯნულია ვენტრალური ნაწილისაგან სასაზღვრო ღარით და შეიცავს აფერენტულ ბირთვებს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.