ყაითანი, ზონარი (BNA – taenia)
- tenia choroidea სისხლძარღვოვანი ზონარი; მდებარეობს მხედველობის ბორცვის დორსალურ ზედაპირზე, დართული ფირფიტის მედიალურად. წარმოადგენს ეპითელური ფირფიტის მიმაგრების კვალს. ამ ეპითელური ფირფიტით დაფარულია გვერდითი პარკუჭის სისხლძარღვთა წნულის შიგნითა ზედაპირი.
- tenia fornicis თაღის ზონარი; გვერდითი პარკუჭის სისხლძარღვთა წნულის მიმაგრების ხაზი თაღის ფეხისა და ჰიპოკამპის ფოჩის ლატერალურ ნაპირზე.
- tenia libera თავისუფალი ზონარი; კოლინჯისა და ბრმა ნაწლავის თავისუფალი ზონარი; იქმნება გასწვრივი კუნთოვანი შრით, რომელიც მიემართება ნაწლავის თავისუფალ ზედაპირზე.
- tenia mesocolica ჯორჯლისეული ზონარი; კოლინჯისა და ბრმა ნაწლავის ერთ-ერთი ზონარი, რომელიც შეესაბამება განივ კოლინჯზე ჯორჯლის მიმაგრების ადგილს; იქმნება გასწვრივი კუნთოვანი შრით.
- tenia omentalis ბადექონისეული ზონარი; კოლინჯისა და ბრმა ნაწლავის ერთ-ერთი ზონარი, რომელიც შეესაბამება განივ კოლინჯზე დიდი ბადექონის მიმაგრების ხაზს; იქმნება გასწვრივი კუნთოვანი შრით.
- tenia telae სარქვლის ზონარი; ცენტრალური ნერვული სისტემის ზონრების კრებითი სახელწოდება; ეს ზონრები წარმოადგენენ სისხლძარღვოვანი სარქვლებისა და წნულების ეპითელური ფირფიტის მიმაგრების კვალს, რომელიც რჩება მათი მოცილების შემდეგ
- tenia thalami მხედველობის ბორცვის ზონარი; მდებარეობს მხედველობის ბორცვის ტვინოვანი ზოლის მედიალურად; წარმოადგენს მესამე პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქვლის ეპითელური ფირფიტის მიმაგრების კვალს.
- tenia ventriculi quarti მეოთხე პარკუჭის ზონარი; წარმოადგენს მეოთხე პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქვლის ეპითელური ფირფიტის მიმაგრების კვალს; ზონარი იწყება ურდულიდან, მიემართება ლატერალურად მეოთხე პარკუჭის გვერდით ჯიბისაკენ, გადადის ნათხემის კვირტის ფეხზე და უკანა ტვინოვანი ფარდის გავლით აღწევს ნათხემის კვანძს, სადაც უერთდება მოპირდაპირე მხრის ზონარს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.