Gk. thalamos ცალკე ოთახი, საწოლი ოთახი საშ. სქ. თალამუსი, მხედველობის ბორცვი; ყველა სახის მგრძნობელობის ქერქქვეშა ცენტრი; კვერცხის ფორმის, წყვილი, რუხი შემსხვილება III პარკუჭის გვერდებზე, რომლის წინა ბოლო შევიწროებულია და წარმოდგენილია წინა ბორცვით, უკანა ბოლო კი გაფართოებული და შემსხვილებულია და წარმოდგენილია ბალიშით. თალამუსის რუხი მასა თეთრი ტვინოვანი ფირფიტებით დაყოფილია ცალკეულ ბირთვებად
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.