Gk. theke კოლოფი, ქარქაში კაფსული, გარსი, თეკა
- theca folliculi ფოლიკულის გარსი; საკვერცხის ბუშტუკისებრი ფოლიკულის გარეთა შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომელიც გარს ეკვრის მარცვლოვან შრეს; შედგება გარეთა მკვრივი ბოჭკოვანი შრისაგან და შიგნითა უჯრედოვანი შრისაგან, რომელიც ღარიბია ბოჭკოებით და შეიცავს მრავალრიცხოვან უწვრილეს ძარღვებს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.