Gk. thymos სული, ან thymos ბეგქონდარა, რომლის ყვავილებს მოგვაგონებს ჯირკვლის სტრუქტურა თიმუსი, მკერდუკანა ჯირკვალი; ბრანქიოგენური ჯგუფის შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი; მდებარეობს უშუალოდ მკერდის უკან, ზემო და ნაწილობრივ წინა შუასაყარში, შედგება ორი წილისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან შემაერთებელი ქსოვილით; სქესობრივი მომწიფების შემდეგ განიცდის უკუგანვითარებას.
- thymicus, - a, - um თიმუსისა, მკერდუკანა ჯირკვლისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.