A B C D V
AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
AD ADD ADE ADH ADI ADM ADV

adenohypophysis,-is

Gk. aden ჯირკვალი
ადენოჰიპოფიზი, ტვინის დანამატის წინა წილი; ვითარდება ჩანასახოვანი ცხოვრების პირველ თვეში პირველადი პირის ღრუს ექტოდერმიდან (რატკეს ჯიბე). ადენოჰიპოფიზი მოქმედებს სხეულის განვითარებაზე და ზრდაზე (სომატოტროპული ჰორმონი), აგრეთვე თიროტროპული, ადრენოკორტიკოტროპული და გონადოტროპული ჰორმონების საშუალებით ასტიმულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას. ადენოჰიპოფიზის ჰიპოფუნქცია იწვევს ზრდის შეჩერებას, ჰიპერფუნქცია კი – გიგანტიზმს, აკრომეგალიას და სხვ.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9