ნუში; ნუშისებრი წარმონაქმნი
- tonsilla cerebelli ნათხემის ნუში; ნათხემის ჰემისფეროს წილაკი; მოთავსებულია ჰემისფეროს ქვემო ზედაპირზე, ორმუცელა წილაკის წინ; შეესაბამება ნათხემის ჭიის ნაქს.
- tonsilla lingualis ენის ნუში; ლიმფოიდური ქსოვილის გროვა ენის ლორწოვან გარსში, ენის უკანა ერთ მესამედში.
- tonsilla palatina სასის ნუში; ლიმფოიდური ქსოვილის მასა ნუშის სინუსში, სასა-ენისა და სასა-ხახის რკალებს შორის.
- tonsilla pharyngea ხახის ნუში; ლიმფოიდური ქსოვილის გროვა ხახის თაღსა და უკანა კედელზე, შუა ხაზზე; ასაკთან დაკავშირებით საგრძნობლად მცირდება და ზოგჯერ სრულიად ქრება.
- tonsilla tubaria სასმენი ლულის ნუში; ლიმფოიდური ქსოვილის გროვა სასმენი ლულის ხახისკენა ხვრელის მიდამოში. (Eustachii).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.