ხარიხა, ტრაბეკულა
- trabecula septomarginalis ძგიდე-სანაპირო ხარიხა; კუნთოვანი ხარიხა მარჯვენა პარკუჭის მწვერვალთან; აკავშირებს პარკუჭთაშუა ძგიდეს წინა დვრილისებრი კუნთის ფუძესთან და შეიცავს წინაგულ-პარკუჭის კონის მარჯვენა ტოტის მნიშვნელოვან განშტოებას. წანააღმდეგობას უწევს პარკუჭის ზედმეტ გაფართოებას. (Reili).
- trabeculae carneae ხორციანი ხარიხები; სხვადასხვა ზომის და მიმართულების კუნთოვანი ხარიხები გულის პარკუჭების შიგნითა ზედაპირზე, რომლებიც იქმნება მიოკარდიუმის შიგნითა შრით.
- trabeculae corporis cavernosi მღვიმოვანი სხეულების ხარიხები; მამაკაცის ასოს მღვიმოვანი სხეულების ფიბროზული ძგიდეები, რომლებითაც ერთმანეთისაგან გამიჯნული არიან მღვიმეები.
- trabeculae corporis spongiosi ღრუბლისებრი სხეულის ხარიხები; მამაკაცის ასოს ღრუბლისებრი სხეულის ფიბროზული ხარიხები.
- trabeculae lienis ელენთის ხარიხები; მრავალრიცხოვანი ფიბროზულ-ელასტიკური ძგიდეები, რომლებიც ელენთის კაფსულიდან მიემართება ელენთის პულპაში.
- trabecuaris, - e ხარიხისა, ტრაბეკულური
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.