A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

CA CE CH CI CL CO CR CU CY
CAL CAM CAN CAP CAR CAU CAV

caliculus, -i

m.
L. კნინ. სიტყვ. calix
მცირე ფიალა, ჯამი, კვირტი
 
caliculus gustatorius გემოვნების კვირტი; გემოვნების კვირტები მოთავსებული არიან ენის შემოზღუდულ, ფოთლისებრ და სოკოსებრ დვრილებში, ზოგჯერ ტუჩებზე, ხორხსარქველზე, ხახის უკანა კედელზე, რბილი სასის წინა კედელზე. გემოვნების კვირტი აგებულია საყრდენი და გემოვნების უჯრედებისაგან. ნერვული ბოჭკოები შედიან გემოვნების კვირტში ფუძის მხრიდან, გემოვნების უჯრედების ბუსუსებიანი მორჩები კი გამოდიან ზედაპირზე კვირტის მწვერვალზე არსებული ფოროთი.
caliculus ophthalmicus თვალის ფიალა; წარმოიქმნება ჩანასახოვან პერიოდში თვალის ბუშტის ინვაგინაციის შედეგად და წარმოადგენს ყუნწზე ჩამოკიდებულ ორმაგკედლიან, ვენტრალურად გახსნილ ფიალას, რომლის ღრუ შევსებულია ექტოდერმიდან განვითარებული ბროლით და მეზენქიმით. ამ სტადიაში თვალი შემდგომში მისი ყველა შემადგენელი ელემენტის ნერგს წარმოადგენს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9