A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

TA TE TH TI TO TR TU TY
TRA TRI TRO TRU

trigonum, - i

L.
საშ. სქ.
სამკუთხედი
 
trigona fibrosa ფიბროზული სამკუთხედები; მარჯვენა და მარცხენა ფიბროზული სამკუთხედები, რომლებითაც შევსებულია აორტის ხვრელსა და გულის ფიბროზულ რგოლებს შორის არსებული სივრცე.
trigonum collaterale თანამოზიარე სამკუთხედი; შემაღლება გვერდითი პარკუჭის ძირზე, უკანა და ქვემო რქებს შორის.
trigonum femorale ბარძაყის სამკუთხედი; მდებარეობს ბარძაყის წინა მიდამოს ზედა მედიალურ ნაწილში; ზემოდან მოსაზღვრულია საზარდულის იოგით, ლატერალურად – თერძის კუნთით, მედიალურად კი – გრძელი მომზიდველი კუნთით (BNA – fossa Scarpae major).
trigonum habenulae სადავის სამკუთხედი; მხედველობის ბორცვის ტვინოვანი ზოლის უკანა გაფართოებული ნაწილი; შედის ეპითალამუსის შემადგენლობაში.
trigonum inguinale საზარდულის სამკუთხედი; სამკუთხა ფორმის არე მუცლის წინა კედლის უკანა ზედაპირზე; ლატერალური მხრიდან მოსაზღვრულია ქვემო ეპიგასტრული არტერიით, მედიალური მხრიდან – მუცლის სწორი კუნთის ლატერალური კიდით, ქვემოდან კი – საზარდულის იოგით.
trigonum lumbale წელის სამკუთხედი; სამკუთხა არე თეძოს ძვლის ქედის ზემოთ, მუცლის გარეთა ირიბი კუნთის უკანა, თავისუფალ კიდესა და ზურგის უგანიერესი კუნთის გარეთა კიდეს შორის. (Petiti).
trigonum n. hypoglossi ენისქვეშა ნერვის სამკუთხედი; წყვილი შემაღლება რომბისებრი ფოსოს შუა ღარის გვერდებზე, მეოთხე პარკუჭის ტვინოვანი ზოლების ქვემოთ; მის სისქეში ძევს ენისქვეშა ნერვის ბირთვი.
trigonum n. vagi ცთომილი ნერვის სამკუთხედი; მუქი მოყავისფრო არე რომბისებრი ფოსოში, ენისქვეშა ნერვის სამკუთხედის ქვემოთ და ლატერალურად; მის სისქეში ძევს ცთომილი ნერვის დორსალური ბირთვი. (BNA – ala cinerea).
trigonum olfactorium ყნოსვის სამკუთხედი; ყნოსვის ტრაქტის უკანა გაბრტყელებული ნაწილი.
trigonum vesicae შარდის ბუშტის სამკუთხედი; სამკუთხა არე შარდის ბუშტის ძირის შიგნითა ზედაპირზე; სამკუთხედის ფუძე მიქცეულია უკან და ზემოთ და იქმნება შარდსაწვეთთაშუა ნაოჭით, გვერდები – პირობითი ხაზებით, რომლებიც აერთებენ შარდსაწვეთთა ხვრელებს შარდსადენის შიგნითა ხვრელთან. ეს უკანასკნელი ძევს სამკუთხედის წვეროსთან. სამკუთხედის მიდამოში ლორწოვანი გარსი უშუალოდ შეზრდილია კუნთოვან გარსთან და არავითარ ნაოჭებს არ ქმნის. (Lieutaudi).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9