Gk. trochao სირბილი, გარშემო ტრიალი; ციბრუტს უმაგრდება ბარძაყის მბრუნველი კუნთები საშ. სქ. ციბრუტი
- trochanter major et minor დიდი და მცირე ციბრუტი; ორი ბორცვი ბარძაყის ძვლის სხეულის პროქსიმალურ ბოლოზე; დიდი ციბრუტი მიმართულია გარეთ და ზემოთ, მცირე კი – შიგნით და უკან.
- trochanter tertius მესამე ციბრუტი; ბარძაყის ძვლის არამუდმივი ბორცვი დუნდულოვანი ხორკლის ზემოთ, რომელსაც უმაგრდება დიდი დუნდულა კუნთის ნაწილი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.