ჭაღი
- trochlea humeri მხრის ჭაღი; მხრის ძვლის დისტალური ეპიფიზის ჭაღისებრი, მედიალური სასახსრე ზედაპირი, რომელიც ენაწევრება იდაყვის ძვალს.
- trochlea muscularis კუნთის ჭაღი; ძვლოვანი ქედი ან შემაერთებელქსოვილოვანი მარყუჟი, რომელშიც გაივლის მყესი თავისი მიმართულების შეცვლისას.
- trochlea peronealis მცირე წვივის ჭაღი; მომცრო ძვლოვანი შემაღლება ქუსლის ძვლის ლატერალური ზედაპირის წინა მონაკვეთში, რომლის უკან ძევს მცირე წვივის კუნთების მყესების ღარი.
- trochlea tali კოჭის ჭაღი; კოჭის ზემო სასახსრე ზედაპირი, რომელსაც ენაწევრება დიდი წვივი.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.