ლულა
- tuba auditiva სასმენი ლულა; 3,5-4 სმ. სიგრძის მილი, რომელიც აერთებს ხახის ღრუს დაფის ღრუსთან; შედგება ხრტილოვანი (უკავია ლულის 2/3) და ძვლოვანი ნაწილისაგან. ეს უკანასკნელი მოთავსებულია საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში (BNA – Eustachii).
- tuba uterina საშვილოსნოს ლულა; კვერცხსავალი წყვილი კუნთოვანი ლულა; მოთავსებულია განიერი იოგის ზედა კიდეში; მისი ლატერალური ბოლო იხსნება პერიტონეუმის ღრუში, მედიალური ბოლო კი ხვრეტს საშვილოსნოს კედელს და მის ზედა კუთხეში იხსნება (Falloppii).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.